ჰალიმ გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალიმ გირეი
Halim Giray
ყირიმის მე-40 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1756
მმართ. დასასრული: 1758
წინამორბედი: არსლან გირეი
მემკვიდრე: ყირიმ გირეი
სულთანი: ოსმან III
მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1689
გარდ. თარიღი: 1759
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: ყირიმ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: საადეთ IV გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ჰალიმ გირეი (ყირიმ. Halim Geray, حليم كراى; დ. 1689 — გ. 1759, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1756–1758 წლებში, საადეთ IV გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰალიმ გირეი იყო ყირიმის ხანის, საადეთ IV გირეის ვაჟი. ჰალიმმა თავისი ცხოვრების ნახევარი სტამბოლში, სულთნების კარზე გაატარა. 1727–1730 წლებში მენლი II-ის ნურედინად იყო დანიშნული. 1756 წელს 67 წლის ასაკში მიიღო ხანის ტიტული. ჰალიმ გირეიმ საკადრო ცვლილებები მოახდინა სახელმწიფო სისტემაში, მნიშვნელოვანი თანამდებობები ანდო თავის უმცროს ნათესავებს. ჰალიმ გირაის ყველა გარემოცვა დიდად არ ფლობდა მართვის აუცილებელ უნარებს, რამაც დიდებულთა აღშფოთება გამოიწვია. ბუჯაკის, იედისანის, დნესტრისა და დნეპრის რეგიონებში იფეთქა აჯანყებებმა. ხანს ასევე აუჯანყდნენ თავისი ნათესავები, რომელთაგან გამოირჩა ყირიმ გირეი.

ოსმალთა სულთნის დივანმა ყირიმში დიდი არეულობის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა ჰალიმ გირეი ხანის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. 1758 წელს ჰალიმი ტახტიდან გადადგა სწორედ ყირიმ გირეის სასარგებლოდ, პენსია მიიღო და დასახლდა სარაჯ-ელიში, სტამბოლის ახლოს, სადაც 1 წელიწადში, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)