ნურ-დევლეთ გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნურ-დევლეთ გირეი
Nur Devlet Giray;
ყირიმის მე-2 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1466
მმართ. დასასრული: 1467
წინამორბედი: ჰაჯი I გირეი
მემკვიდრე: მენლი I გირეი
ყირიმის ხანი
მმართ. დასაწყისი: 1467
მმართ. დასასრული: 1469
წინამორბედი: მენლი I გირეი
მემკვიდრე: მენლი I გირეი
ყირიმის ხანი
მმართ. დასაწყისი: 1475
მმართ. დასასრული: 1478
წინამორბედი: ჰაიდერ გირეი
მემკვიდრე: მენლი I გირეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1503
გარდ. ადგილი: კასიმოვი, ქასიმის სახანო
შვილები: ბირ დევლეთ გირეი
სათილღან გირეი
ჯანაი გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ჰაჯი I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ნურ-დევლეთ გირეი (ყირიმ. Nur Devlet Geray, ‎نور دولت‎; დ. ყირიმის სახანოკასიმოვი, ქასიმის სახანო, 1503) — ყირიმის ხანი სამჯერ: 1466-1467, 1467-1469 და 1475-1478 წლებში, კასიმის სახანოს ხანი 1486-1503 წლებში, ყირიმის სახანოს დამაარსებლის, ჰაჯი I გირეის უფროსი ვაჟი.

მამამისის გარდაცვალების შემდეგ გახდა ყირიმის მეორე ხანი, თუმცა 1 წლის შემდეგ საკუთარმა ძმამ, მენლი I გირეიმ ტახტიდან ჩამოაგდო და ალუშტას ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. 4 თვის შემდეგ, ამჯერად ნურ-დევლეთმა ჩამოაგდო მენლი გირეი და მთელ სახანოზე კონტროლი აღადგინა. 1468 წელს მან პოლონეთში ელჩები გააგზავნა გენუელი ვაჭრების წინააღმდეგ ალიანსის შექმნის მიზნით.

მისი ძმა, მენლი გენუელებს უჭერდა მხარს და სწორედ მათი დახმარებით, 1469 წელს მეორედ ჩამოაგდო ტახტიდან ნურ დევლეთი, რომელიც მოსკოვში გაიქცა. 1475 წელს ყირიმი ოსმალებმა დაიპყრეს. მენლი გირეი ტყვედ ჩავარდა, ხანი კი გახდა ნურ-დევლეთის მეორე ძმა — ჰაიდერ გირეი. ნურ-დევლეთი თურქებს ვასალობასა და ხარკის გადახდას დაჰპირდა, 40,000 თათრით დაიძრა ყირიმისკენ და მალევე გადააყენა ჰაიდერ გირეი. მისი მესამე მმართველობა 1 წლამდე გაგრძელდა, 1478 წელს ნურ-დევლეთი მესამედ გადააყენა თანამდებობიდან მენლი I გირეიმ.

ამის შემდეგ ნურ-დევლეთი ჰაიდერ გირეისთან და ოჯახთან ერთად რუსეთში გადაიხვეწა. 1480-იან წლებში გაებრძოლა ოქროს ურდოსა და ქასიმის სახანოს. ამ უკანასკნელის დამარცხება მარტივად მოახერხა და 1486 წელს გახდა ქასიმის ხანი. მის მფლობელობაში შედიოდა დღევანდელი რიაზანის ოლქის უდიდესი ნაწილი.

ქასიმის მართვის დროს, რამდენიმეჯერ სცადა ალიანსის შექმნა ყირიმის სახანოს დასაპყრობად, მაგრამ უშედეგოდ. გარდაიცვალა 1503 წელს. მის შემდეგ ქასიმის ხანი გახდა მისი ვაჟი, სათილღან გირეი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2