მეჰმედ I გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჰმედ I გირეი
Mehmed Giray;
ყირიმის მე-5 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1515
მმართ. დასასრული: 1523
წინამორბედი: მენლი I გირეი
მემკვიდრე: გაზი I გირეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ნოემბერი, 1465
დაბ. ადგილი: ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1523
გარდ. ადგილი: ასტრახანი, ყირიმის სახანო
მეუღლე: ნურუმ სულთნ ხათუნი
შვილები: გაზი I გირეი
ისლამ I გირეი
ბაჰადირ გირეი
ალფ გირეი
ბაბა გირეი
ჩუბან გირეი
უზბეკ გირეი [1]
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მენლი I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მეჰმედ I გირეი (ყირიმ. I Mehmet Geray, منكلى كراى‎; დ. 30 ნოემბერი, 1465, ყირიმის სახანო — გ. ასტრახანი, 1523) — ყირიმის ხანი 1515–1523 წლებში, მენლი I გირეის უფროსი ვაჟი და კალგა.

მამამისის მმართველობის პერიოდში მეჰმედი აქტიურად იყო ჩართული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. 1507 წელს ის დაინიშნა კალგად ანუ ტახტის მემკვიდრედ. მეჰმედი მეთაურობდა ყირიმელების არმიას ნოღაის ურდოს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. 1509 წელს თანამედროვე ბელორუსის მიწები დალაშქრა. ის ასევე მონაწილეობდა ოსმალეთის სამოქალაქო ომში, საკუთარი სიძის, სელიმ I-ის მხარეს.

მამის გარდაცვალებიდან 2 კვირაში მეჰმედმა ხანის ტიტული მიიღო. მან აქცენტი გააკეთა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკაზე. ამისათვის სჭირდებოდა თათრებისა და განადგურებული ოქროს ურდოს შემორჩენილ მოსახლეთა მხარდაჭერა. ამის გამო მან შეიფარა ვოლგის პირას მცხოვრები თათრები და ნოღაელები. 1519 წელს ყაზანიდან რუსები განდევნა და დაიკავა ის, მის დროებით მმართველად საკუთარი ძმა და მომავალი ხანი, საჰიბ I გირეი დანიშნა. 1522 წელს კავშირი შეკრა მის მფარველობაში მყოფ ნოღაის ურდოსთან და მათი დახმარებით აიღო ასტრახანი, რომლის ხანად საკუთარი ვაჟი, ბაჰადირ გირეი დაასახელა და ყირიმში დაბრუნება განიზრახა. მაგრამ მეჰმედს და მის რაზმს ნოღაელებმა უღალატეს. ის ვერაგულად მოკლეს მის ვაჟ ბაჰადირთნ ერთად. მეჰმედის ორმა შვილმა, გაზიმ და ბაბამ თავს ყირიმში გაქცევით უშველეს. ასტრახანის დაპყრობის შედეგად მეჰმედ I-ს ჰქონდა შანსი ოქროს ურდოს ერთგვარი აღდგენისა, თუმცა მისი მკვლელობა ნოღაელებმა სათავისოდ გამოიყენეს და მიითვისეს ქალაქი. ყირიმის ხანი კი გახდა მეჰმედის ვაჟი, გაზი I გირეი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2
  • Oleksa Gaivoronsky «Повелители двух материков», Kiev-Bakhchisarai, 2007, ISBN 978-966-96917-1-2, pages 119–145

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anthony Stokvis, Manuel d'histoire, de généalogie et de chronologie de tous les États du globe, depuis les temps les plus reculés jusqu'à nos jours