მაქსუდ გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მაქსუდ გირეი
Maqsud Giray
Gerae-tamga.svgყირიმის 43-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1767
მმართ. დასასრული: 1768
წინამორბედი: არსლან გირეი
მემკვიდრე: ყირიმ გირეი
სულთანი: მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1720
გარდ. თარიღი: 1780
გარდ. ადგილი: ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელამეთ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მაქსუდ გირეი (ყირიმ. Maqsud Geray, مقصود كراى; დ. 1720 — გ. 1780, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1767–1768 წლებში, სელამეთ II გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსუდი იყო სელიმ I გირეის ნაბოლარა ვაჟის, სელამეთ II-ის შვილი. მაქსუდ გირეი 1748–1756 წლებში ყირიმის ხანის არსლან გირეის ნურედინად იყო დანიშნული. 1762–1764 წლებში კი ყირიმ გირეის კალგა იყო.1767 წელს მაქსუდი დაინიშნა სახანოს მმართველად არსლან გირეის ნაცვლად, რომელიც გარდაიცვალა ყირიმისკენ მიმავალ გზაზე. მაქსუდის მმართველობამ მხოლოდ წელიწადსა და ორ თვეს გასტანა. მისი უმოქმედობითა და რუსეთ-ოსმალეთის ომში განცდილი მარცხებით უკმაყოფილო სულთან მუსტაფა III-მ მას 1768 წელს ხანის ტიტული ჩამოართვა და მცირე აზიაში გადაასახლა. მაქსუდის შემდეგ ყირიმის ხანად ოსმალებმა აღადგინეს ყირიმ გირეი.

მაქსუდ გირეი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ მამულში, 1780 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)