ყირიმის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ყირიმის სახანო
قريم يورتى
Qırım Yurtu

ოსმალეთის იმპერიის ვასალი (1478–1774)
რუსეთის იმპერიის ვასალი (1774–1783)

 
Golden Horde flag 1339.svg
 
Flag of None.svg
1441 — 1783  
Flag of Russia.svg
COA Crimean Khanate.svg
გერბი
Crimean Khanate 1600.gif
დედაქალაქი ჩუფუტ-კალე
(1441–1490-იანები)
სალაჩიკი
(1490-იანები–1532)
ბახჩისარაი
(1532–1783)
ენა ყირიმული თათრული
ოსმალური
რელიგია ისლამი
ფართობი 52 200 კმ²
მმართველობის ფორმა მემკვიდრეობითი მონარქია
დინასტია გირეი
ხანი
 - 1441–1466 ჰაჯი I გირეი (პირველი)
 - 1777–1783 შაჰინ-გირეი(ბოლო)
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს უკრაინის დროშა უკრაინა,
მოლდოვის დროშა მოლდოვა,
რუსეთის დროშა რუსეთი

ყირიმის სახანო (ყირიმ. Qırım Hanlığı; რუს. Крымское ханство; უკრ. Кримське ханство; თურქ. Kırım Hanlığı) — ყირიმის თათართა სახელმწიფო 1441–1783 წლებში. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი თურქული სახანო, რომელიც ოქროს ურდოს შემდეგ არსებობდა. მის სათავეში იდგნენ გირეის დინასტიის წარმომადგენლები. დინასტიის ფუძემდებელი, ჰაჯი I გირეი, ჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის პირდაპირი შთამომავალი იყო. სახანოს ეჭირა ტერიტორიები დუნაისა და დნეპრს შორის. მოიცავდა ასევე თანამედროვე კრასნოდარის მხარის უდიდეს ნაწილსა და ბესარაბიას. ქვეყნის ძირითადი რელიგია იყო სუნიტური ისლამი, მაგრამ სხვა სარწმუნოებები არ იდევნებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1239 წელს ყირიმი დაიკავეს მონღოლებმა. მათ მოშალეს სამიწათმოქმედო მეურნეობა და დაიმორჩილეს ყირიმის მოსახლეობა. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ყირიმში შეიქმნა საგანგებო სამეფისნაცვლო, რომლის ცენტრი გახდა სტარი-კრიმი. 1433 წელს ჰაჯი I გირეიმ ლიეტუვის დიდი სამთავროს მხარდაჭერით შექმნა ოქროს ურდოსგან დამოუკიდებელი სახანო. სახანოში შევიდა ქვემო დნესტრისპირეთიც. ხან მენლი I გირეის დროს ყირიმში შეიჭრა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც დაანგრია გენუელთა სავაჭრო კოლონიები ყირიმში. 1478 წლიდან ყირიმის სახანო ოფიციალურად გახდა ოსმალეთის ვასალი. XVI-XVII საუკუნებში ყირიმელი დიდი ფეოდალები თავს ესხმოდნენ რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ტერიტორიებს, იტაცებდნენ ტყვეებს და მიჰქონდათ ნადავლი. რამდენჯერმე დაესხნენ თავს მოსკოვსა და ტულას. რუსეთის სამეფოს მთავრობამ მოაწყო თავდაცვის ხაზი, მაგრამ ვერ აღკვეთა ყირიმელ თათათა თავდასხმები. 1687-1689 წლებში მოეწყო ყირიმის ლაშქრობები, მაგრამ უშედეგოდ. 1774 წელს ქუჩუქ-კაინარჯის ზავით ყირიმის სახანო ოსმალეთს ჩამოშორდა და რუსეთის მფარველობაში შევიდა. 1783 წელს რუსეთის იმპერიამ მისი ანექსია მოახდინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]