სელამეთ II გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელამეთ II გირეი
Selamet Giray
ყირიმის 37-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1740
მმართ. დასასრული: 1743
წინამორბედი: მენლი II გირეი
მემკვიდრე: სელიმ II გირეი
სულთანი: მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1691
გარდ. თარიღი: 1751
გარდ. ადგილი: იამბოლი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: მაქსუდ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელიმ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

სელამეთ II გირეი (ყირიმ. II Selamet Geray, سلامت كراى; დ. 1691 — გ. 1751, იამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1740–1743 წლებში, სელიმ I გირეის უმცროსი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელამეთი განთქმული სელიმ გირეის ნაბოლარა შვილი იყო. აღიზარდა ბახჩისარაის სასახლეში. 1713 წელს დაინიშნა პერეკოფის ორ-ბეიდ ანუ გამგებლად. უფოსი ძმის, მენლი II-ის მმართველობის დროს ჯერ ნურედინის, ხოლო 1724–1727 და 1737–1740 წლებში კალგის თანამდებობას იკავებდა. 1740 წელს, მენლი II გარდაიცვალა და ოსმალებმა ყირიმის ხანად სწორედ სელამეთ გირეი დაამტკიცეს. სელამეთი შეუდგა რუსების შემოსევების შედეგად დანგრეული ბახჩისარაის აღდგენას. მისი მმართველობის დროს დაიწყო ხანის სასახლის და დიდი ხანის მეჩეთის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია.

სელამეთ II-ს ჰქონდა გეგმა შვედეთთან ერთად გაეწია რუსეთის იმპერიისთვის წინააღმდეგობა, მაგრამ სულთანმა ამის უფლება არ მისცა. ხანის ქვეშევრდომების არასანქცირებული ანტირუსული ქმედებებისთვის, სულთანმა სელამეთ II გირეი დაადანაშაულა რუსეთ-ოსმალეთის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში. 1743 წელს სელამეთ II-ს მაჰმუდ I-ის ბრძანებით ჩამოართვეს ყირიმის ხანის ტიტული. იგი თურქების მიერ დანიშნული პენსიით დასახლდა იამბოლში, სადაც სწავლობდა ღვთისმეტყველებას. 1751 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს იამბოლის მეჩეთში. მოგვიანებით სელამეთ გირეის ვაჟმა, მაქსუდმა მცირე ხნით შეძლო ხანის ტიტულის მიღება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)