საფა გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საფა გირეი
Safa Giray
Gerae-tamga.svgყირიმის 29-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: დეკემბერი, 1691
მმართ. დასასრული: ოქტომბერი, 1692
წინამორბედი: საადეთ III გირეი
მემკვიდრე: სელიმ I გირეი
სულთანი: აჰმედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1637
გარდ. თარიღი: 1703
გარდ. ადგილი: კარნობატი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: ბაჰადირ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: საფა გირეი
(სელამეთ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

საფა გირეი (ყირიმ. Safa Geray, صفا كرای‎‎; დ. 1637 — გ. ოსმალეთის იმპერია, 1703) — ყირიმის ხანი 1691–1692 წლებში, საფა გირეის ვაჟი, სელამეთ I გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფა გირეის სახელი გარდაცვლილი მამის პატივსაცემად დაარქვეს. აღიზარდა სტამბოლში. საფა უშვილოდ დარჩენილმა ხანმა, მურად გირეიმ 1682 წელს დანიშნა კალგად. საფა გირეი უარყოფითი რეპუტაციით სარგებლობდა ყირიმელ თათრებში მისი სავაჭრო საქმიანობის გამო. დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, საბრძოლო გამოცდილებაც კი არ ჰქონდა მიღებული, რაც გირეის დინასტიის წარმომადგენლებში უიშვიათეს შემთხვევას წარმოადგენდა. რეალურად ის ოსმალებმა სახანოს ტახტზე მარტივად გაკონტროლების მიზნით აიყვანეს. როცა ჰაბსბურგების წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვიეს, ყირიმის არმიის ნახევარმა იუარა ომში წასვლა საფას წინამძღოლობის გამო. თათრებმა ოსმალებს ყირიმის ტახტზე სელიმ გირეის დაბრუნება მოსთხოვეს, რაც შესრულდა. 1692 წლის ოქტომბერში ოსმალებმა საფა გირეის მისი წინამორბედების მსგავსად პენსია დაუნიშნეს და გადაასახლეს როდოსზე, სადაც მშვიდად გააგრძელა ვაჭრობა. გარდაიცვალა 1703 წელს, კარნობატში, დაკრძალეს იქვე. მისი ვაჟი, ბაჰადირი მოგვიანებით კალგა გახდა, მაგრამ ხანის ტიტულის მიღება ვერ მოახერხა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henry Hoyle Howorth, History of the Mongols, 1880, Part 2, p. 565
  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.