სელიმ III გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სელიმ III გირეი
Selim Giray
Gerae-tamga.svgყირიმის 42-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1764
მმართ. დასასრული: 1767
წინამორბედი: ყირიმ გირეი
მემკვიდრე: არსლან გირეი
Gerae-tamga.svgყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1770
მმართ. დასასრული: 1771
წინამორბედი: ყაფლან II გირეი
მემკვიდრე: საჰიბ II გირეი
სულთანი: მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1713
გარდ. თარიღი: 1786
გარდ. ადგილი: ვიზე, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ფეთიჰ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

სელიმ III გირეი (ყირიმ. III Selim Geray, سليم كراى‎; დ. 1713 — გ. 1786, ვიზე, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1764–1767 და 1770–1771 წლებში, ფეთიჰ II გირეის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმ გირეი იყო ფეთიჰ II-ის შვილი. ბიძამისის, არსლან გირეის მმართველობისას, 1748–1756 წლებში ეკავა კალგის თანამდებობა. 1764 წელს თავისი მეორე ბიძა ყირიმ გირეი ოსმალეთის სულთნის დივანმა ტახტიდან გადააყენა და სელიმ III დაამტკიცა ყირიმის ხანად. 1767 წელს სელიმი შეეცადა სულთნის დარწმუნებას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ჰაბსბურგთა ავსტრიასთან სამხედრო ალიანსის შექმნაში, რაზეც მტკიცე უარი მიიღო და ყირიმის ტახტიც დაკარგა.

სელიმ III გირეი ოსმალებმა სახანოს მმართველად 1770 წელს აღადგინეს, მაშინ როცა გამძაფრებული ომი მიდიოდა რუსეთთან. ყირიმის სახანომ ვერ შეძლო თავისი მიწების დაცვა ჩრდილოეთ შავი ზღვის რეგიონში. ადგილობრივი ნოღაელები ჩამოშორდნენ ხანისა და ოსმალთა მორჩილებას და გადავიდნენ რუსეთის მხარეს. ოსმალეთის მფარველობიდან გასვლის წინადადება პეტერბურგიდან ბახჩისარაიში მივიდა. სელიმ III გირეიმ უარი თქვა რუსეთის ვასალობაზე და შეწყვიტა ყველანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე, რის საპასუხოდაც, 1771 წლის ივნისში რუსული არმია შემოიჭრა ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსებმა გენერალ დოლგორუკოვის მეთაურობით გაანადგურეს ყირიმის ხანის 70 ათას კაციანი ჯარი, დაიპყრეს პერეკოფი, ხოლო ორი კვირის შემდეგ, კაფას ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხეს ოსმალებისა და თათრების 95 ათას კაციანი არმია. მათ ასევე ხელში ჩაიგდეს ქალაქები არაბატი, ქერჩი, იენიკალე და ბალაკლავა.

ყირიმელ დიდებულებსა და გირეის დინასტიის წევრებს შორის შეიქმნა პრორუსული დაჯგუფება, რომელმაც მოიწვია კრება და რუსეთის იმპერიასთან დაამყარა კავშირი. ყირიმელებმა გადაწყვიტეს ხანის დამოუკიდებლად არჩევა, რაც პირდაპირ ნიშნავდა სახანოს გამოსვლას ოსმალეთის იმპერიის მმართველობიდან და დამოუკიდებლობის დამყარებას. სელიმ III გირეიმ თავისი უძლურება გაანალიზა, დატოვა ყირიმის ტახტი და საცხოვრებლად ოსმალეთში გადავიდა. სელიმ გირეი 1786 წელს, მამისა და ბაბუის მსგავსად, ქალაქ ვიზეში გარდაიცვალა, დაკრძალეს იქვე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гайворонский О. Созвездие Гераев.
  • Гайворонский О. Повелители двух материков. — Т. 1—2.