ხანი (ტიტული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანი (თურქ. han ან hakan) — თურქული და მონღოლური ტიტული. თავდაპირველად აღნიშნავდა ტომის ბელადს (მაგ. ირანისა და ავღანეთის მომთაბარე ტომებში). სელჩუკთა და ხვარაზმშაჰების დროს იყო თავადის ტიტული. მონღოლეთის იმპერიაში XIII-XIV საუკუნეებში - ულუსის გამგებელი. სახელმწიფოებში,რომლებიც წარმოიქმნენ მონღოლეთის იმპერიის დაცემის შემდგომ,ხანი ხელმწიფის ტიტული იყო,ოსმალეთის იმპერიაში - სულთნის ტიტული. ირანში სეფიანთა დროს ხანი იყო ოლქის გამგებელი,ასევე სამხედრო-ფეოდალურ დიდგვაროვანთა ერთ-ერთი ტიტული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]