მეჰმედ II გირეი
| მეჰმედ II გირეი | |
|---|---|
| Semiz Mehmet Giray | |
| მმართ. დასაწყისი: | 1577 |
| მმართ. დასასრული: | 1584 |
| წინამორბედი: | დევლეთ I გირეი |
| მემკვიდრე: | საადეთ II გირეი |
| სულთანი: | მურად III |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1532 |
| გარდ. თარიღი: | მარტი, 1584 |
| გარდ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
| შვილები: |
საადეთ II გირეი მურად გირეი საფა გირეი |
| დინასტია: | გირეის დინასტია |
| მამა: | დევლეთ I გირეი |
| რელიგია: | სუნიტური ისლამი |
მეჰმედ II გირეი (ყირიმ. II Semiz Mehmet Geray, ۱دولت كراى; დ. 1532 — ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1584) — ყირიმის ხანი 1577–1584, დევლეთ I გირეის უფროსი ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჰმედმა ახალგაზრდობაში არაერთხელ გაილაშქრა რუსეთში. 1571 წელს თან ახლდა მამამისს მოსკოვის გადაწვის დროს. 1577 წელს ყირიმის ტახტს დაეუფლა მამის გარდაცვალების შემდეგ. 1578 წელს შემოიღო ახალი ტიტული — ნურედინი. ტიტულის მატარებელი სახანოში მე-3 პირად ითვლებოდა და იყო ხანის მეორე მემკვიდრე. იმავე წელს თავისი ძმა და კალგა, ადილ გირეი ჩაუყენა 30 000 კაზიან რაზმს სათავეში და დაახმარა ოზდემიროღლუ ოსმან-ფაშას საქართველოში ლაშქრობის დროს.
მისი მმართველობის პერიოდში ყირიმი დინასტიურმა ომმა მოიცვა. მას ტახტისათვის ეცილებოდნენ უმცროსი ძმები: ისლამ II გირეი და ყაფლან გირეი. საბოლოოდ, 1584 წელს, ყაფლანთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა და ძმის ბრძანებით ბახჩისარაიში სიკვდილით დასაჯეს.
მეჰმედ გირეის შემდეგ ყირიმის ხანის ტიტულისთვის გაიმართა დიდი ბრძოლა მის ვაჟ, საადეთ II გირეი-სა და ყაფლან გირეის შორის, რომელშიც გაიმარჯვა სწორედ საადეთმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Osmanlı Tarihi, III. Cilt, 2. Kısım, 7. baskı, sf: 1-2-3-4, Türk Tarih Kurumu Yayınları-2011, Ord. Prof. İsmail Hakkı Uzunçarşılı
| ||||||||||||||||