ადილ გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადილ გირეი
Adil Giray
ყირიმის 24-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1666
მმართ. დასასრული: 1671
წინამორბედი: მეჰმედ IV გირეი
მემკვიდრე: სელიმ I გირეი
სულთანი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1617
გარდ. თარიღი: 1672
გარდ. ადგილი: კარნობატი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ჩობან-დევლეთ გირეი
(ფეთიჰ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ადილ გირეი (ყირიმ. Adil Geray, عادل كراى‎; დ. 1617კარნობატი, ოსმალეთის იმპერია, 1672) — ყირიმის ხანი 1666–1671 წლებში, ჩობან-დევლეთ გირეის ვაჟი, ფეთიჰ I გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადილ გირეის მამა, ჩობან-დევლეთ გირეი (მუსტაფა) იყო ფეთიჰ I-ის უკანონო ვაჟი. სხვადასხვა პერიოდში მას ყირიმის ხანები დევნიდნენ, რის გამოც ცხოვრება სახანოს ფარგლებს გარეთ მოუწია. 1623 წელს ჩობან-მუსტაფა გირეის გვარის წარმომადგენლად ხანმა მეჰმედ III გირეიმ ცნო და საკუთარ ნურედინად დანიშნა, 6 წლის ადილ გირეი კი თავის უფროს ძმა, ფეთიჰთნ ერთად ბახჩისარაიში ჩაიყვანა საცხოვრებლად.

ადილ გირეი ოსმალებმა სახანოს ტახტზე 1666 წელს, მეჰმედ IV გირეის როდოსზე გადასახლების შემდეგ აიყვანეს.[1] აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა ყირიმელი თათრები, რადგან ისინი ადილს არ მიიჩნევნდენ დინასტიის ნამდვილ წარმომადგენლად. ადილ გირეიმ დიდი გადასახადები დააკისრა სახანოს. რუსეთ-პოლონეთის ომში მხარი ღიად დაუჭირა პოლონელებს. ადილს პოლონელებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბევრი მხარდამჭერის ყოლის გამო, 1669 წელს მან პოლონეთ-ლიეტუვის ტახტზეც კი გამოთქვა პრეტენზია. 1671 წელს ოსმალებმა მზადება დაიწყეს სწორედ პოლონეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. სულთან მეჰმედ IV-ის ბრძანებით ოსმალებმა პოლონელებთან დაახლოვებული ადილ გირეი ტახტიდან გადააყენეს და ბულგარეთის პროვინციაში გადაასახლეს, მის მაგივრად კი ყირიმის ხანის ტიტული უბოძეს სელიმ I გირეის.

ადილი გარდაიცვალა გადასახლებიდან 1 წელიწადში, კარნობატში, დაკრძალეს იქვე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Oleksa Gaivoronsky «Повелители двух материков», Kiev-Bakhchisarai, second edition, 2010, ISBN 978-966-2260-02-1, volume 2, pages 87, 88, 98 (father)
  • Henry Hoyle Howorth, History of the Mongols, 1880, Part 2, pp. 540, 541, 558 (father);pp. 558–559 (reign)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. According to Howorth writing in 1880.