მენლი II გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენლი II გირეი
Meñli Giray
ყირიმის 35-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1724
მმართ. დასასრული: 1730
წინამორბედი: საადეთ IV გირეი
მემკვიდრე: ყაფლან I გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1737
მმართ. დასასრული: 1740
წინამორბედი: ფეთიჰ II გირეი
მემკვიდრე: სელამეთ II გირეი
სულთანი: აჰმედ III
მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1678
გარდ. თარიღი: 1740
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: თოხთამიშ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელიმ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

მენლი II გირეი (ყირიმ. II Meñli Geray, منكلى كراى; დ. 1678 — გ. 1740, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1724–1730 და 1737–1740 წლებში, სელიმ I გირეის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენლი გირეი თავისი ძმის, გაზი III-ის მმართველობისას ნურედინად, ხოლო 1707–1708 და 1713–1715 წლებში მეორე ძმის, ყაფლანის კალგად იყო დანიშნული. ყირიმის ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც მისი ძმა საადეთ IV გირეი დიდებულების მოთხოვნით ტახტიდან გადადგა. მენლის ტახტზე ასვლის შემდეგ მოუწია ძალაუფლების განმტკიცების მიზნით თავადაზნაურობის დამშვიდება. პირველივე შესაძლებლობისთანავე მან ქვეყნიდან აჯანყებისკენ მიდრეკილი დიდებულები გაგზავნა სპარსეთში ოსმალთა ლაშქრობაში და სცადა დარჩენილების ხელში ჩაგდება, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა მოახერხა ყირიმიდან თავის დაღწევა. ოსმალეთის სარდლებმა მენლი II-ის თხოვნით გაანადგურეს სპარსეთში ჩასული მეამბოხე ყირიმელების ჯგუფი. მენგლი II-მ ასევე შეძლო ბუჯაკის ნოღაელებზე კონტროლის დამყარება. 1728 წელს გააუქმა გარკვეული გადასახადები და სახანოში არსებული დიდი არეულობა შეაჩერა.

1730 წელს სტამბოლში მოხდა გადატრიალება, რომლის დროსაც აჰმედ III მისმა ძმისშვილმა მაჰმუდ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო. იგივე დღე დაადგა ყირიმსაც. მენლი გირეი სულთნის მსგავსად მისმა მოწინააღმდეგეებმა გადააყენეს სწორედ მაჰმუდ I-ის ბრძანებით.

მენლი გირეი 1737 წელს მეორედ დაინიშნა ყირიმის ხანად, უდიდესი კრიზისის დროს, რაც გამოიწვია 1736 წელს რუსეთის იმპერიის გამანადგურებელმა შემოსევამ. მენლიმ მოაწესრიგა თავდაცვის საკითხი და რუსების წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკა წამოიწყო. გამუდმებით აწუხებდა მათ თავისი თავდასხმებით და დიდ ზიანს აყენებდა აზოვის ზღვის პირას.

გარდაიცვალა ბახჩისარაიში, 1740 წელს, 62 წლის ასაკში. მის შემდეგ ყირიმის ტახტზე ოსმალებმა დაამტკიცეს მისი უმცროსი ძმა, სელამეთ II გირეი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]