საადეთ III გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საადეთ III გირეი
Saadet Giray
ყირიმის 28-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1691
მმართ. დასასრული: დეკემბერი, 1691
წინამორბედი: სელიმ I გირეი
მემკვიდრე: საფა გირეი
სულთანი: სულეიმან II
აჰმედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1645
გარდ. თარიღი: 1695
გარდ. ადგილი: როდოსი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: ყირიმ გირეი
(სელამეთ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

საადეთ III გირეი (ყირიმ. III Saadet Geray, ٣سعادت كراى‎‎; დ. 1645 — გ. როდოსი, ოსმალეთის იმპერია, 1695) — ყირიმის ხანი 1691 წელს, ნურედინ ყირიმ გირეის უმცროსი ვაჟი, სელამეთ I გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საადეთი აღიზარდა ყირიმში. მისი ბიძაშვილის, მურად გირეის მმართველობის დროს დანიშნული იყო ნურედინად. აქტიურად იყო ჩართული დიდ თურქულ ომში, თან ახლდა ლაშქრობებში სელიმ გირეის. სწორედ სელიმის რჩევით, ის პენსიაზე გავიდა და ოსმალებმა ყირიმის სახანო სამმართველოდ გამოცდილ საადეთს გადასცეს. მას დაევალა ავსტრიელების წინააღმდეგ არმიის გამოყვანა. 1691 წლის აგვისტოში სლანკამენის ბრძოლაში გამოცხადება დააგვიანა, ამ ბრძოლას მოჰყვა ქალაქი ბელგრადის ჰაბსბურგების ხელში გადასვლა. იმავე წლის დეკემბერში სულთნის გადაწყვეტილებით საადეთ III გირეის ჩამოართვეს ყირიმის ხანის ტიტული და ის მის ბიძაშვილს, საფა გირეის უბოძეს. თავად საადეთი გადასახლებულ იქნა ჯერ ბულგარეთის პროვინციაში, ხოლო შემდეგ კუნძულ როდოსზე, სადაც 1695 წელს გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)
  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2