ბაჰადირ II გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰადირ II გირეი
Bahadir Giray
Crimean Tatar tamga icon (blue and gold).svgყირიმის 48-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1782
მმართ. დასასრული: ნოემბერი, 1782
წინამორბედი: შაჰინ გირეი
მემკვიდრე: შაჰინ გირეი
მონარქი: ეკატერინე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1722
გარდ. თარიღი: 1791
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: თოფალ აჰმედ გირეი
(დევლეთ II-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბაჰადირ II გირეი (ყირიმ. II Bahadir Geray, ‎بهادر كراى; დ. 17221791, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1782 წელს, თოფალ აჰმედ გირეის უფროსი ვაჟი, დევლეთ II გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰადირ გირეი იყო დევლეთ II გირეის შვილის, თოფალ აჰმედ გირეის ვაჟი. ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა ოსმალეთში. 1777 წელს თავის ძმა, შაჰინთან ერთად აჯანყდა დევლეთ IV-ის წინააღმდეგ. ამბოხის შედეგად შაჰინი ყირიმის ხანად, ხოლო ბაჰადირი იედიშყულის ურდოს ლიდერად დამტკიცდა. შაჰინ გირეის პრორუსული რეფორმების გატარების გამო სახანოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. 1782 წელს ბაჰადირმა ისარგებლა ხანის უარყოფითი რეპუტაციით და თავის ბიძაშვილებთან, შაჰინ და არსლან გირეიებთან ერთად სათავეში ჩაუდგა დიდ აჯანყებას, რომლის შედეგადაც შაჰინ გირეი ყირიმიდან გააძევა.

ბაჰადირ II-მ ოსმალეთსა და რუსეთს ელჩები გაუგზვნა თავისი ტიტულის აღიარების მიზნით. ოსმალეთმა მოთხოვნაზე უარი განაცხადა, ხოლო რუსეთმა ყირიმში ჯარები გაგზავნა ტახტზე ისევ შაჰინის დასაბრუნებლად. რუსებმა ანტონ ბოგდანოვიჩ ბალმენისა და ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით მთლიან სახანოზე კონტროლი დაიბრუნეს. ბაჰადირ II-ის მომხრეთა უმეტესობა კავკასიის გავლით ოსმალეთში გადავიდა, თვითონ ბაჰადირი კი ტყვედ ჩავარდა. შაჰინ გირეიმ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, თუმცა რუსებმა გადაარჩინეს და ხერსონში გაგზავნეს პატიმრად. 1783 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მოახერხა კავკასიაში გაქცევა, 1789 წლიდან კი სტამბოლის ახლოს, საკუთარ მამულში ცხოვრობდა. გარდაიცვალა იქვე, 1791 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • Гайворонский Алексей Повелители двух материков − тт. 1−2.