საადეთ II გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საადეთ II გირეი
Saadet Giray
ყირიმის მე-12 ხანი
მმართ. დასაწყისი: მარტი, 1584
მმართ. დასასრული: 7 ივლისი, 1584
წინამორბედი: მეჰმედ II გირეი
მემკვიდრე: ისლამ II გირეი
სულთანი: მურად III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1560
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 1587
გარდ. ადგილი: დაღესტანი, ყირიმის სახანო
შვილები: მეჰმედ III გირეი
შაჰინ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მეჰმედ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

საადეთ II გირეი (ყირიმ. II Saadet Geray, ۲سعادت كراى; დ. 1560, ბახჩისარაი, — გ. 1587, დაღესტანი) — ყირიმის ხანი 1584 წელს, მეჰმედ II გირეის უფროსი ვაჟი.

საადეთი მამამისის სიკვდილით დასჯის შემდეგ, გაებრძოლა ბიძას, ყაფლან გირეის და სასტიკად დაამარცხა, რის შემდეგაც გახდა ყირიმის ხანი. თუმცა ოსმალეთის სულთნის, მურად III-ის განკარგულებით ყირიმის ტახტი ეკუთვნოდა საადეთის ბიძას, ისლამ II გირეის.

საადეთმა ძალაუფლება არ დათმო და ნოღაის ურდოსა და კავკასიელების დახმარებით გააჩაღა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელშიც დამარცხდა და 4 თვიანი მმართველობის შემდეგ, 7 ივლისს გაიქცა ყირიმიდან. ხანი გახდა ისლამ II გირეი.

მან თავი შეაფარა ასტრახანს, საიდანაც მარბიელი ლაშქრობა განახორციელა ყირიმზე, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, ოჯახთან ერთად გადაიხვეწა დაღესტანში, სადაც გარდაიცვალა 1587 წელს, 27 წლის ასაკში.

მოგვიანებით, 1623 წელს, მისმა ვაჟმა, მეჰმედ III გირეიმ ტახტისათვის ბრძოლა გააჩაღა და მოიპოვა ყირიმის ხანის ტიტული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Osmanlı Tarihi, III. Cilt, 2. Kısım, 7. baskı, sf: 1-2-3-4, Türk Tarih Kurumu Yayınları-2011, Ord. Prof. İsmail Hakkı Uzunçarşılı