არსლან გირეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არსლან გირეი
Arslan Giray
Gerae-tamga.svgყირიმის 39-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1748
მმართ. დასასრული: 1756
წინამორბედი: სელიმ II გირეი
მემკვიდრე: ჰალიმ გირეი
Gerae-tamga.svgყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1767
მმართ. დასასრული: 1767
წინამორბედი: სელიმ III გირეი
მემკვიდრე: მაქსუდ გირეი
სულთანი: მაჰმუდ I
ოსმან III
მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1692
გარდ. თარიღი: 1767
გარდ. ადგილი: კეუშენი, მოლდავეთი
შვილები: დევლეთ IV გირეი
სელიმ გირეი
შაჰბაზ გირეი
მაქსუდ გირეი
ისლამ გირეი
გაზი გირეი
მუბარექ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

არსლან გირეი (ყირიმ. Arslan Geray, آرسلان كراى‎; დ. 1692 — გ. 1768, კეუშენი, მოლდავეთი) — ყირიმის ხანი 2-ჯერ: 1748–1756 წ.წ და 1767 წელს, დევლეთ II გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსლანი დევლეთ II გირეის ვაჟი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა სტამბოლში. ბიძამისის, ყაფლან I-ის მმართველობისას ნურედინად იყო დანიშნული. 1748 წელს, ოსმალებმა დაამტკიცეს ყირიმის ხანად.

არსლან გირეიმ ხანის ტიტულის მიღებისთანავე ყურადღება გაამახვილა სახანოს შიდა მდგომარეობაზე. მან განაგრძო რუსების შემოსევების შედეგად დანგრეული ბახჩისარაის აღდგენა და ასევე მოაწყო აღდგენითი სამუშაოები სხვადასხვა ქალაქებში. მან შეაკეთა სასაზღვრო ციხე-სიმაგრეები პერეკოფსა და არაბატში. აღადგინა მინიხის მიერ განადგურებული დევლეთ I გირეის მეჩეთი ევპატორიაში, დაიწყო სკოლებისა და მედრესეების მშენებლობა მთლიანი სახანოს ტერიტორიაზე. წინამორბედების მსგავსად მოუწია ყუბანისა და ბუჯაკის ნოღაელების, ასევე ჩერქეზების დაშოშმინება. არსლან გირეიმ საგარეო პოლიტიკაში თავისი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიას, რეჩპოსპოლიტასა და რუსეთის იმპერიას შორის მშვიდობის შენარჩუნებაში. მიუხედავად პოპულარული და ხალხის მოყვარული მმართველის სახელისა, 1756 წელს მის მიმართ მტრულად განწყობილი ყირიმისა და სულთნის ქვეშევრდომების ინტრიგების გამო მან სახანოს ტახტი დაკარგა.

1767 წელს, 75 წლის არსლანმა სტამბოლში კვლავ მიიღო ხანის წოდება, მაგრამ სამი თვის შემდეგ მგზავრობისას გარდაიცვალა კეუშენში, მოლდავეთში. გადაასვენეს ბახჩისარაიში და დაკრძალეს ხანთა სასაფლაოზე. მისი ვაჟი, დევლეთი მოგვიანებით გახდა ყირიმის ხანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)