Resident Evil Survivor 2 Code: Veronica

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Resident Evil Survivor 2 Code: Veronica
Resident Evil Survivor 2 Code Veronica-ს გარეკანი.jpg
დეველოპერ(ებ)ი Capcom, Namco, Nextech, SIMS Co., Ltd.
გამომცემელი Capcom, Namco
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი არკადა, PlayStation 2
გამოსვლის თარიღი PlayStation 2
იაპ 8 ნოემბერი, 2001
ევრ 22 მარტი, 2002
ჟანრ(ებ)ი სინათლის იარაღის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი

Resident Evil Survivor 2 Code: Veronica, იაპონურად ცნობილი, როგორც Gun Survivor 2 Biohazard Code: Veronica (იაპონ. ガンサバイバー2バイオハザードコード:ベロニカ?) — სინათლის იარაღის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანიამ Capcom, PlayStation 2-სა და Namco System 246-ის პლატფორმებისთვის. თამაში დაანონსდა 2001 წლის თებერვლის თვეში „Biohazard: Fire Zone“-ის სათაურით. არკადული ვერსია შემუშავდა კომპანია Namco-სთან თანამშრომლობით. PlayStation 2-ის ვერსია, იაპონიაში გამოვიდა 2001 წლის 8 ნოემბერს,[1] ხოლო ევროპაში 2002 წლის 22 მარტს.[2]Survivor 2 Code: Veronica“ არის რიგით მეორე ნაწილი „Gun Survivor“-ის სერიიდან და „Resident Evil Survivor“-ის პირდაპირი გაგრძელება. თამაში ითვლება „Resident Evil Code: Veronica“-ს ადაპტაციად.

მასში ფიგურირებს ისეთივე მონსტრები, ლოკაციები და პერსონაჟები, რაც „Resident Evil Code: Veronica“-ში, „Resident Evil 2„-სა და „Resident Evil 3: Nemesis“-ში.[3] მთავარი გმირები არიან კლერ რედფილდი და სტივ ბერნსაიდი, რომელთა მიზანია კუნძულის დატოვება, სადაც განზრახულია მომაკვდინებელი T-ვირუსის ხელოვნურად გავრცელება. თამაში შესაძლებელია როგორც სინათლის იარაღით, ასევე Dual Shock 2-ის კონტროლერით.[4]

თამაშმა მიიღო უარყოფითი შეფასებები ვიდოე თამაშების კრიტიკოსებისგან. ის ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულადაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gun Survivor 2 Biohazard Code: Veronica. Sony. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2014.
  2. Resident Evil Survivor 2 (PS2) on Amazon.com. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2014.
  3. Capcom and Namco team up for Gun Survivor 2. IGN. j2 Global (19 აპრილი, 2001). წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2014.
  4. Axel Stohm. (16 ნოემბერი, 2001) Resident Evil Survivor 2 Code: Veronica update. GameSpot. CBS Corporation. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2014.