Resident Evil Code: Veronica
Resident Evil – Code: Veronica | |
---|---|
![]() Dreamcast-ის ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიის გარეკანის ფოტო | |
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი |
Capcom
|
სერია | Resident Evil |
პლატფორმ(ებ)ი | Dreamcast, PlayStation 2, GameCube, PlayStation 3, Xbox 360 |
გამოსვლის თარიღი |
3 თებერვალი, 2000
Dreamcast
იაპ 3 თებერვალი, 2000 ჩრდ.ამ. 29 თებერვალი, 2000 ევრ 26 მაისი, 2000 Kanzenban იაპ 22 მარტი, 2001 PlayStation 2 იაპ 22 მარტი, 2001 ჩრდ.ამ. 21 აგვისტო, 2001 ევრ 14 სექტემბერი, 2001 GameCube იაპ 7 აგვისტო, 2003 ჩრდ.ამ. 3 დეკემბერი, 2003 ევრ 12 მარტი, 2004 Xbox 360 & PlayStation 3 ჩრდ.ამ. 27 სექტემბერი, 2011 ევრ 27 სექტემბერი, 2011 (X360) ევრ 28 სექტემბერი, 2011 (PS3) ავს 15 ნოემბერი, 2011 იაპ 13 მარტი, 2012 PlayStation 4 ჩრდ.ამ. 9 მაისი, 2017 ევრ 10 მაისი, 2017 |
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | ჰიროკი კატო |
პროდიუსერ(ებ)ი | სინძი მიკამი |
პროგრამისტ(ებ)ი | იუკიჰიკო ტანი |
მხატვარი | ძიუნიტი ოტა |
კომპოზიტორი | ტაკესი მიურა |
Resident Evil – Code: Veronica (ქართ. ბოროტების სავანე კოდი: ვერონიკა), იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard – Code: Veronica – Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა პლატფორმა Dreamcast-ზე 2000 წელს[1] და არის მეოთხე ნაწილი „Resident Evil“-ის სერიიდან
სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 2“-ის მოვლენებიდან 2 თვის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირები არიან კლერ რედფილდი და მისი ძმა კრის რედფილდი, რომელთა მიზანი არის მომაკვდინებელი ვირუსისგან თავის დაღწევა და სამხრეთის ოკეანეს კუნძულის ციხიდან და ანტარქტიდაზე მდებარე კვლევითი ცენტრიდან გაქცევა.
თამაში ინარჩუნებს ადრეული პერიოდის Survival horror-ის ჟანრის ტრადიციულ ელემენტებს;[2] თავსატეხების გადალახვას, ზომბებთან და სხვადასსხვა სახის მონსტრებთან ბრძოლას.[2][3] მასში არის ორი მთავარი პერსონაჟი, კრისი და კლერი, თუმცა მოთამაშეს არ აქვს შესაძლებლობა თავისი სურვილისამებრ აირჩიოს პერსონაჟი — პირველ ნაწილში წარმოდგენილია კლერის თავგადასავალი, ხოლო შემდგომ, საქმეში ერთვება კრისი.
Code: Veronica-ს შექმნის ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც სინძი მიკამისა და შექმნელთა ჯგუფის მიერ „Resident Evil 2“-ის პორტირების მცდელობა Sega Saturn-ზე წარუმატებლად დამთავრდა. ამის საპასუხოდ მათ დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა 1998 წლის აგვისტოს.[4] თავდაპირველად დაგეგმილი იყო „Resident Evil 2“-ის პირდაპირი სიკველის შექმნა,[1] თუმცა მათ შეიმუშავეს სრულიად დამოუკიდებელი თამაში „Code: Veronica“. გამომდინარე იქიდან, რომ Dreamcast-ს PlayStation 2-თან შედარებით ჰყავდა მომხმარებელთა ნაკლები ბაზა, ამ კონსოლისთვის Capcom-მა გამოუშვა განახლებული ვერსია „Code: Veronica X“.[1] აღნიშნული ვერსია მოიცავდა სხვადასხვა სიახლეებს, მათ შორის ახალ ვიდეორგოლებს და გაუმჯობესებულ გრაფიკას.[5][6][7] მოგვიანებით ის პორტირებული იქნა GameCube-ზე, ხოლო შემდეგ, ასევე სხვა პლატფორმებზეც.[8]
თამაშს ერგო უმაღლესი შეფასებები მიმოხილველებისგან. ის მიჩნეულია „Resident Evil“-ის სერიისა და კონსოლ Dreamcast-ის ერთ-ერთ საუკეთესოდ თამაშად. ის, აგრეთვე მოხდა სხვადასხვა ჟურნალებისა და საიტების ტოპ სიებში.[9][10][11] საერთო განხილვების საიტზე GameRankings თამაშის Dreamcast-ის ვერსია ფლობს 93,79 %,[12] PlayStation 2-ის ვერსია 82,39 %,[13] ხოლო GameCube-ის — 64,32 %.[14]
ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2013 წლის მონაცემით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა „Resident Evil – Code: Veronica“-ს 3. 5 მილიონი ასლი.[1]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
- ოფიციალური საიტი (GameCube) (იაპონური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 IGN Presents the History of Resident Evil en-US (2009-03-11). ციტირების თარიღი: 2017-04-22
- ↑ 2.0 2.1 Review: Resident Evil: Code Veronica for Dreamcast (24 ნოემბერი, 2000). ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2017
- ↑ Mac Donald, Ryan (10 თებერვალი, 2000). „Resident Evil: Code Veronica Review“. GameSpot (ინგლისური). ციტირების თარიღი: 31 მარტი , 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|dead-url=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Staff, I. G. N.. (1998-08-18) Confirmed Dreamcast Software en-US. ციტირების თარიღი: 2017-04-01
- ↑ Staff, I. G. N.. (2000-11-16) New Version of Resident Evil: Code Veronica Confirmed! en-US. ციტირების თარიღი: 2017-04-01
- ↑ „Code Veronica Rerelease Planned“. GameSpot (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-01.
- ↑ Resident Evil Code: Veronica X Hands-On en. GameSpot. ციტირების თარიღი: 2017-04-01
- ↑ Resident Evil series exclusive for GameCube en. GameSpot. ციტირების თარიღი: 2017-04-01
- ↑ Top 100 Games of All Time. Game Informer (16 ნოემბერი, 2009). ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2011.
- ↑ GamesRadar staff. (19 აპილი, 2012) Best Dreamcast games of all time. GamesRadar. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2013.
- ↑ Craig Skistimas. (15 აგვისტო, 2011) Top 10 Dreamcast Games. ScrewAttack. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
- ↑ Resident Evil Code: Veronica for Dreamcast en. GameRankings (12 ივლისი, 2015)..
- ↑ Resident Evil Code: Veronica X for PlayStation 2 en. GameRankings (12 ივლისი, 2015)..
- ↑ Resident Evil Code: Veronica X for GameCube. GameRankings..
|
- 2000 წლის ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები
- Dreamcast-ის თამაშები
- Eidos Interactive-ის თამაშები
- Flagship Studios-ის თამაშები
- Nex Entertainment-ის თამაშები
- GameCube-ის თამაშები
- PlayStation 2-ის თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- PlayStation Network-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- Resident Evil-ის თამაშები
- ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- 1998 წელს მიმდინარე ვიდეო თამაშები
- ანტარქტიდაზე მიმდინარე ვიდეო თამაშები