One (მეტალიკის სიმღერა)
„One“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან ...And Justice for All | ||||
გამოსვლის თარიღი | იანვარი, 1989 | |||
ჩაიწერა | იანვარი–მაისი, 1988 | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 7:24 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი | მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
„One“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა. იგი გამოშვებული იქნა როგორც მეოთხე სინგლი და მეოთხე სიმღერა მათივე მეოთხე სტუდიური ალბომი ...And Justice for All. One იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც საუკეთესო 40 სიმღერაში მოხვდა, დაიკავა რა 35-ე ადგილი ბილბორდის საუკეთესო ასეულს შორის. ეს სინგლი მეტალიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.
კონცეფცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის თემა დაფუძნებულია დალტონ ტრამბოს 1939 წლის რომანზე „ჯონის აქვს თოფი“. იგი მოგვითხრობს იმ ჯარისკაცის ისტორიას, რომლის სხეულიც მნიშვნელოვნად დამახინჯდა გერმანული არტილერიის შეტევისას პირველ მსოფლიო ომში. მას დაეკარგა ხელები, ფეხები, თვალები, პირი, ცხვირი და ყურები; შესაბამისად ის ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს, ყნოსვაც აღარ აქვს და ვერაფერი ესმის, მაგრამ მისი ტვინი კვლავ შესანიშნავად ფუნქციონირებს, რაც იძულებულს ხდის საკუთარ გონებაში ჩაიკეტოს. წიგნის ბეჭდვა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის განმავლობაში შეჩერებული იყო. რომანის მიხედვით თავად ტრამბომ გადაიღო ფილმი 1971 წელს, რომლის ფრანგმენტების ხილვაც შესაძლებელია One-ის მუსიკალურ ვიდეოში.
საკონცერტო შესრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]One მეტალიკის ბევრი ფანის საყვარელი სიმღერაა, რის გამოც მეტალიკის კონცერტებზე გამუდმებით სრულდება იგი. საკონცერტო შესრულებისას გიტარები, ჩვეულებრივ, ნახევარი ტონით ქვემოთ არის აწყობილი და სიმღერა მიმდინარეობს პიროტექნიკის ეფექტებისა და საომარი ხმების თანხლებით, როგორებიცაა ტყვიამრქვევისა თუ ბობმბების აფეთქების ხმა, რაც სტუდიურ ჩანაწერშიცაა. სიმღერა შესულია ასევე მეტალიკის ალბომში S&M, რომელიც ჩაწერილია სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მაიკლ კემენის დირიჟორობით.
სიმღერა მეტალიკის ცოცხლად ყველაზე მეტჯერ შესრულებულ სიმღერებს შორის მოეთხე ადგილს იკავებს 1 274 შესრულებით (2012 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით), სიმღერების: Seek & Destroy (1,344), Creeping Death (1,368) და Master of Puppets (1,417) შემდეგ.[1]
მუსიკალური ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]One იყო მეტალიკის პირველი სიმღერა, რომლისთვისაც მუსიკალური ვიდეო გადაიღეს, ვიდეოს რეჟისორები არიან ბილ პოუპი და მაიკლ სალამონი. პრემიერა MTV-ზე შედგა 1989 წლის 20 იანვარს. იგი გადაღებულია ლონგ-ბიჩში, კალიფორნია, და თითქმის სულ შავთეთრია. ვიდეოში ჩანს მეტალიკა, რომელიც ასრულებს სიმღერას საწყობში და დიალოგები და რამდენიმე სცენა ფილმიდან „ჯონის აქვს თოფი“.
მუსიკალური ვიდეოს სამი ვერსია გაკეთდა: პირველი - ყველაზე გრძელი, ალბომის ვერსია, შეიცავდა მეტალიკისა და ფილმის სცენებს; მეორე პირველის შემოკლებული ვერსია იყო; ხოლო მესამე მხოლოდ ჯგუფის შესრულებას მოიცავდა (არ იყო სცენები ფილმიდან).
მეტალიკის სხვა მრავალი მუსიკალური ვიდეოს მსგავსად One-ში დიდი ყურადღება ეთმობა ჯგუფის წევრების საშემსრულებლო ტექნიკის ჩვენებას. ვიდეოში მეტალიკის წევრები წარმოჩენილნი არიან მათი ადრინდელი ტიპური მოდით: უკრავენ (თითქოს რეპეტიციაზე) რაღაც ტიპის საწყობში ულრიხის დრამების გარშემო მჭიდროდ განლაგებულნი, აცვიათ შემთხვევით შერჩეული ქუჩის სამოსი და ატარებენ მოუთვინიერებელ გრძელ თმას.
მუსიკალურ ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ ორივე - ჰეტფილდიცა და ჰემეტიც უკრავენ ESP-ს ტიპის გიტარებზე. ასევე ნათლად ჩანს, რომ დასაწყისში ნიუსტედი უკრავს თითებით, მაგრამ შემდეგ უკვე მედიატორს ამჯობინებს.
One-ის მუსიკალური ვიდეოს სამიდან ორი ვერსიის ხილვა შესაძლებელია 1990 წლის ვიდეოში 2 of One და 2006 წლის DVD-ში The Videos 1989–2004.
მუსიკალურ ვიდეოს უკავია 39-ე ადგილი Rock on the Net: MTV: 100 საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოს შორის და პირველი Fuse-ის №. 1 უკუთვლა: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის სპეციალურ გამოცემაში.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ 7" სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ | 7:24 |
2. | „The Prince“ | 4:26 |
CD სინგლი და საერთაშორისო 12" სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ | 7:24 |
2. | „For Whom the Bell Tolls“ (საკონცერტო) | 4:48 |
3. | „Welcome Home (Sanitarium)“ (საკონცერტო) | 6:06 |
საერთაშორისო 7" სინგლი და 10" სურათიანი დისკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ | 7:24 |
2. | „Seek & Destroy“ (საკონცერტო) | 8:42 |
12" გასაშლელი კონვერტით | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ (დემო) | 7:03 |
2. | „For Whom the Bell Tolls“ (საკონცერტო) | 4:48 |
3. | „Creeping Death“ (საკონცერტო) | 8:00 |
იაპონური EP | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ | 7:24 |
2. | „Breadfan“ | 5:43 |
3. | „For Whom the Bell Tolls“ (საკონცერტო) | 4:48 |
4. | „Welcome Home (Sanitarium)“ (საკონცერტო) | 6:06 |
5. | „One“ (დემო) | 7:04 |
საკონცერტო სინგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]CD სინგლი და 12" სურათიანი დისკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ | 7:24 |
2. | „One“ (დემო) | 7:03 |
3. | „One“ (საკონცერტო) | 9:38 |
სტანდარტული კონვერტი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ (შემოკლებული) | 4:59 |
2. | „One“ (საკონცერტო) | 9:38 |
დიჯიპაკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „One“ (საკონცერტო) | 9:49 |
2. | „Whiplash“ (საკონცერტო) | 4:46 |
3. | „For Whom the Bell Tolls“ (საკონცერტო) | 5:50 |
4. | „Last Caress“ (საკონცერტო) | 2:25 |
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი[2] | პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის სინგლების ჩარტი | |
ჰოლანდიის სინგლების ჩარტი | |
ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი | |
ნორვეგიის სინგლების ჩარტი | |
შვედეთის სინგლების ჩარტი | |
შვეიცარიის სინგლების ჩარტი | |
ბილბორდის ცხელი ასეული | |
დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტი |
ქავერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის არაერთი ქავერი შესრულდა და ჩაიწერა, მათ შორის:
- One შეასრულა ჯგუფმა Crematory ალბომებისთვის A Tribute to the Four Horsemen და Revolution.
- სიმღერა შესრულდა ასევე ჯგუფ კორნის მიერ MTV Icons-ის მიერ ორგანიზებულ მეტალიკისადმი მიძღვნილ სატელევიზიო შოუზე. ეს ქავერი შესულია კორნის 2003 წლის ალბომში Take a Look in the Mirror და Live & Rare. თუმცა, კორნის ვერსია შემოკლებული იქნა ოთხ წუთამდე, ისევე როგორც სიმღერების უმეტესობა ამ შოუზე. მას აკლია სიმღერის მეორე ნაწილი, ბოლო სოლოს ჩათვლით. ამ სიმღერის ხიდი ხშირად სრულდებოდა ცოცხლად კორნის მიერ როგორც მათი სიმღერის Shoots and Ladders დასასრული (2009 წლის მდგომარეობით), ხოლო სიმღერას Fake, ჩვეულებრივ, ამთავრებენ მეტალიკის სიმღერის დასასრულით.
- აპოკალიპტიკამ შეასრულა ეს სიმღერა მათი ალბომისთვის Inquisition Symphony.
- მექსიკა-ში დაბადებულმა, დუბლინში დაარსებულმა დუეტმა Rodrigo y Gabriela შეასრულა ეს სიმღერა ალბომისთვის Live: Manchester and Dublin.
- One შეასრულეს ასევე ჯგუფებმა: Dispatched, Die Krupps, Iron Horse, Periphery და Nuclear Rabbit.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- One დასახელდა მეშვიდე პოზიციაზე Guitar World-ის მკითხველების სიაში ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარის სოლო[3], Guns N' Roses-ის November Rain-სა(მეექვსე) და იგლსის Hotel California(მერვე) შორის.
- 2009 წელს One დასახელდა ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ახალი ზელანდიის რადიოს The Rock მსმენელების მიერ.[4]
- One მეჩვიდმეტე ადგილზეა Digital Dream Door-ის სიაში 100 საუკეთესო მეტალ სიმღერა.[5]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი — დრამები, დასარტყმელი საკრავები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ METALLICA.com/Songs. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2013-07-02.
- ↑ One National Chart Positions @ finnish-charts.com წაკითხვის თარიღი: აგვისტო 2009
- ↑ 100 Greatest Guitar Solos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-05-18.
- ↑ The Rock 1000
- ↑ 100 Greates Metal Songs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-15. ციტირების თარიღი: 2010-05-18.