BTR-60

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
BTR-60
BTR-60PB NVA.JPG
BTR-60
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 9,9
ეკიპაჟი, კაცი 2
დესანტი, კაცი 14
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1960—1987
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1960-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 10 000 - 25 000
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2832
სიმაღლე, მმ 2235
კლირენსი, მმ 475
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ტყვიებ საწინააღმდეგო
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. 9
კორპუსის შუბლი (შუა), მმ/გრად. 7
კორპუსის შუბლი (ქვედა), მმ/გრად. 9
კორპუსის ბორტი (ზედა), მმ/გრად. 7
კორპუსის ბორტი (ქვედა), მმ/გრად. 7
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად 5
კორპუსის კიჩო (ქვედა), მმ/გრად. 7
ფსკერი, მმ 5
კორპუსის სახურავი, მმ გახსნილი(თუმცა ზოგიერთ მოდელში დახურული)
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 14,5 მმ
ქვემეხის ტიპი 1XKPVT
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 500 ტყვია
სროლის მანძილი, კმ 3000 მეტრი მაქსიმალური
ტყვიამფრქვევები 7,62 მმ SGMB
სხვა შეიარაღება არ გააჩნია
მობილურობა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 180
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 80
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ 10 წყალში
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 500
აღმართზე გამავლობა, გრად. 30
კედლის გადალახვა, მ 0,5

БТР-60 — საბჭოთა წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც შემუშავებული იქნა 50-იანი წლების ბოლოს და პირველად ნაჩვენები იქნა 1961 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზილის მიერ წარმოდგენილი პროტოტიპი ზილ-153

БТР-60 შემუშავებული იქნა BTR-152-ის და BTR-40-ის ჩანაცვლების მიზნით, მასზე მუშაობა 1956 წელს დაიწყო, პროექგზე GAZ-ის და ZIL-ის ქარხნები მუშაობდნენ, ზილის მიერ წარმოდგენილი პროექტი შედარებით განსხვავდებოდა, რადგან მას გააჩნდა შეჯავშნული კორპუსის სახურავი, მაშინ როდესაც მის ოპონენტს სახურავი საერთოდ არ გააჩნდა, საერთო ჯამში ზილის პროტოტიპი უკეთ გამოიყურებოდა ყველა ასპექტში, თუმცა წარმოებაში გაზის პროტოტიპი ჩაეშვა, რადგან გაზის ქახანას უკეთესი შესაძლებლობები და დიდი გამოცდილება გააჩნდა.

კონსტრუქციის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეტეერის კონსტრუქცია იმ დროისთვის საკმაოდ კარგად შემუშავებული იყო, საქმე ის იყო, რომ БТР-60-ში იმ დროინდელი БТР-ებისაგან განსხვავებული განლაგება გააჩნდა, ეკიპაჟი წინ იჯდა, დესანტი შუაში, ხოლო ძრავი კი უკან იყო, ეს მას გარკვეულ უპირატესობებს უქმნიდა იმ დროინდელ ჯავშანტრანსპორტიორებზე, თუმცა БТР-60-ს თავისებური პრობლემებიც ახასიათებდა.

БТР-ის ეკიპაში შეადგება მძღოლისა და მეთაურისაგან, თუმცე ამ ჯავშანტრანსპორტიორების მოდელების უმრავლესობის ეკიპირებაში ტყვიამფრქვევიც შედის, რაც იმას ითვალისწინებს, რომ ეკიპაჟი ორიდან სამ კაცამდე იზრდება და მეტყვიამფრქვევე ემატება, მეტყვიამფრქვევეს განკარგულებაში ბპუ-1 კოშკურაა, რომელშიც 14,5 მმ-იანი კპვტ ტყვიამფრქვევი და 7,62 მმ-იანი პკტ ანდ სგმტ არის მოთავსებული, კოშკურის შემადგენლობაში ასევე პპ-61ა სამიზნე შედის, 80-იანი წლების წარმოების ზოგ მოდელს ღამის ხედვის ხელსაწყოებიც გააჩნდათ. БТР-ის მეთაურს გააჩნია რ-113 რადიო, თუმცა ზოგიერთ მოდელს რ-123 რადიოც ეყენა.

ბეტეერის დესანტს BTR-60P ვერსიაში რომელსაც სახურავი არ გააჩნია, შეადგენს 16 სრულიად ეკიპირებულ ჯარისკაცს, ხოლო სახურავიან BTR-60PB ვერსიაში კი 14 ჯარისკაცს.BTR-60 საკმაოდ მსუბუქად დაჯავშნულია, წინა ჯავშანს შეუძლია 7,62მმ ტყვიების შეჩერება ნებისმიერ მანძილზე, ხოლო დანარჩენ ჯავშანს კი 7.62მმ ტყვიების შეჩერება მხოლოდ 100 მეტრიდან შეუძლია,BTR-60 ასევე დაცულია არტილერიის ჭურვების ნამსხვრევებისაგან. საინტერესოა ის ფაქტი რომ ბეტეერი რეალურად 2 ძრავზე მუშაობს, ორივეს სიმძლავრე 180 ცხენის ძალას შეადგენს, ეს ჯტრს უპირატესობას აძლევს რადგან ძრავებს ერთმანეთის გარეშეც შეუძლიათ მუშაობა.თუმცა 2 ძრავიანი კონსტრუქცია გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის,მაგალითისათვის მათი შეკეთება საკმაოდ რთული,ჩახლართული და გრძელი პროცესია. ბეტეერი სრულიად ამფიბიურია, მას ნებისმიერი წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წყალში ყოფნის დროს BTR გაფუჭებისკენაა მიდრეკილი.

საბრძოლო გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BTR-60ის პირველი საბრძოლო გამოყენება 1969 წლის მარტში მოხვდა, კუნძულ დამანსკზე რომელიც იმხნად საბჭოთა კავშირისა და ჩინეთი-ის სადაო საკითხს წარმოადგენდა. კუნძულზე განლაგებული საფრონტო სამხედრო ნაწილები ბტრ-60ებით იყვნენ ეკიპირებულები, თუმცა 57ე სასაზღვრო დივიზიის შემადგენლობაში BTR-50-ებიც შედიოდა,საბოლოო ჯამში ბეტეერი არ გამოდგა ცუდი ჯავშანტრანსპორტიორი თუმცა საბჭოთა სამხედრო ნაწილებმა ბევრი ბტრ დაკარგეს, ბტრების ძირითადი ნაწილი RPGების მიერ იყო განადგურებული რაც მოსალოდნელი იყო რადგან ბეტეერის ჯავშანი ძალზედ მსუბუქია.

განადგურებული BTR-60 ავღანეთში.

საბჭოთა BTR-60 კვლავ გამოყენებული იქნა ავღანეთში, სადაც კიდევ უფრო მკვეთრად წამოჩნდა მისი უარყოფითი მხარეები, მაგალითისთვის ბეტეერის ძრავა ავღანეთის რთულ პირობებში ხშირად ფუჭდებოდა, ასევე ბეტეერის ქვემეხს არ შეეძლო მაღალი კუთხით მოქმედება რაც ძალზედ ზღუდავდა მის შესაძლებლობებს მთიან ავღანეთში. კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ბეტეერის ჯავშანის სისუსტის პრობლემა, ბევრი საბჭოთა BTR განადგურებული იქნა ტანკ საწინააღმდეგო ჭურვების ან სხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობების მიერ. აქედან გამომდინარე ავღანეთში საბჭოთა ჯარების BTR-60ები ჩანაცვლებული იქნა უფრო ახალი BTR-70ის მიერ.

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ბეტეერები გამოიყენებოდა ჩეჩნეთის პირველ ომში,ასევე რუსეთის სასაზღვრო ძალები იყენებდნენ BTRს სანამ ის BTR-80-ით არ იქნა ჩანაცვლებული.

მოლდოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლვოვური ბეტეერები გამოიყენებოდა დნეპრისპირეთის ომში, მოლდოვა საბჭოთა კავშირისგან 27 BTR-60PB მიიღო, თუმცეა ასევე გამოიყენებოდა ბეტეერუს რუმინული ვერსიები, აღნიშნულ ბეტეერებს ქალაქების შტურმის დროს გამოიყენებდნენ, რამდენიმე ბტრ იქნა დაკარგული მოლდოვური მხარის მიერ კონფქლიქტში

უკრაინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინული არმია და ნაციონალური გვარდია იყენებს ბტრ-60ებს მიმდინარე დონბასის ომში.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ბტრ-60ები გამოიყენებოდა აფხაზეთის ომში, პირველი ქართული სამხედრო ქვედანაყოფები რომლებიც აფხაზეთში სიტუაცის სტაბილიზაციის მიზნით შევიდნენ სამი BTR-60/70 ით იყვნენ ეკიპირებულნი, 2005 წლის მონაცემებით საქართველოს სულ 1 ერთეული ბტრ-60 გააჩნდა, ამჟამად ბტრ-60 აღარ გამოიყენება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ.

ანგოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბტრ-60 ასევე გამოიყენებოდა ანგოლის სახალხო განმათავისუფლებელი ძალების მიერ, პირველი ბეტეერები საბჭოთა კავშირმა ანგოლას მიაწოდა 70იანი წლების ბოლოს,ბეტეერების დიდი პარტია დაახლოებით 200 ჯტრ მიწოდებული იქნა 1985-1986 წლებში, ბევრი ანგოლური ბტრ განადგურებული იქნა ომში, მხოლოდ 1987 წლის ოპერაცია მოდულერის დროს სამხრეთ აფრიკულმა ძალებმა 65 ბტრ-60 გაანადგურეს, ანგოური ბეტეერები ასევე კოლონების გაცილების მიზნით გამოიყენებოდა თუმცა ამ შემთხვევეაშიც ბევრი განადგურა უნიტა-ს ჩასაფრებების შედეგად.

სირია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიული ბეტეერები პირველად გამოყენებული იქნა ექვს დღიან ომში, ასევე მათ გამოყენება ნახეს 1973 წლის იომ-კიფურის ომში, სირიული ბეტეერების გარკვეული ნაწილი ხელში ჩაგდებული იქნა ისრაელის მიერ. სირიის სამთავრობო ძალები იყენებენ ბტრ-60ს მიმდინარე სამოქალაქო ომში, გარკვეული ნაწილი ხელში ჩაგდებული იქნა აჯანყებულების მიერ, ასევე ბეტეერების ძალიან პატარა რაოდენობა, სავარაუდოდ 2-3 ჯტრ გამოიყენება ქურთი აჯანყებულების მიერ.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • BTR-60P-ბეტეერის თავდაპირველი ვერსია, შეიარაღებაში შედის 7,62მმ-იანი ტყვიამფრქვევი რომლის მარაგიც 2,000 ტყვიას შეადგენდა.
  • BTR-60PA-ვერსია შეჯავშნული სახურავით, შეიარაღებაში შედის 12,7მმ-იანი ტყვიამფრქვევი.
  • BTR-60PA-1-მოდიფიცირებული ვერსია უკეთესი რ-123 რადიოთი და გაზრდილი მასით.
  • BTR-60PB-ყველაზე გავრცელებული ვერსია 14,5მმ-იანი საზენიტო ტყვიამფრქვევით,უკეთესი საკომუნიკაციო საშუალებებით,გაუმჯობესებული ოპტიკით და უფრო გამძლე ჯავშანით.
  • BTR-60R-145BM "Chaika"-ვერსია მოხსნილი შეიარაღებით,ასრულებს სამეთაურო მანქანის ფუნქციას,5 წყვილი რადიო,გაუმჯობესებული ანტენა და გენერატორი.
  • BTR-60PBM –გაუმჯობესებული რუსული ვერსია.
  • TAB-71-ბეტეერის რუმინული ვერსია, გაუმჯობესებული ძრავით და პერისკოპით.
  • TAB-71M – მოდერნიზებული ვარიანტი,კიდევ უფრო გაუმჯობესებული ძრავით.

ოპერატოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BTR-60ის ოპერატოების რუკა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BTR-60&oldid=3361648“-დან