1920-იანები
იერსახე
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1890-იანები 1900-იანები 1910-იანები
– 1920-იანები – |
წლები: | 1920 · 1921 · 1922 · 1923 · 1924 1925 · 1926 · 1927 · 1928 · 1929 |
1920-იანი (ათას ცხრაას ოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1920-იანები ან უბრალოდ ოციანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1920 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1929 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1920 1921 1922 1923 1924 1925 1926 1927 1928 1929
- 10 იანვარი : ელზასი და ლოტარინგია საფრანგეთს გადაეცა.
- 2 თებერვალი : ტარტუს სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა ცნო ესტონეთის დამოუკიდებლობა.
- 28 აპრილი : დაემხო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა.
- 7 მაისი : გაფორმდა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება.
- 8 მაისი : პოლონელთა ჯარმა აიღო კიევი.
- 25 თებერვალი : საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოკუპირებულ იქნა რუსეთის არმიის მიერ. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.
- 20 აპრილი : სამმხრივი შეთანხმება ამიერკავკასიის რკინიგზის გაერთიანების შესახებ.
- 11 ივლისი : მონღოლეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
- ქალაქის სტატუსი მიენიჭა სამტრედიას, ხაშურს, სენაკს, ბორჯომს, ჭიათურას და ხონს.
- 28 თებერვალი : ეგვიპტე განთავისუფლდა დიდი ბრიტანეთისაგან.
- 12 მარტი : საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდნენ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომელიც შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.
- 18 მარტი : ინდოეთში დააპატიმრეს მოჰანდას განდი.
- 16 აპრილი : რაპალოში გაფორმდა სსრ კავშირ-გერმანიის ხელშეკრულება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
- 20 აპრილი : შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
- 14 მაისი : გაიხსნა თბილისის სამხატვრო აკადემია.
- 19 იანვარი : საქართველოში დაარსდა პროფესორ ელიავას სახელობის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
- 24 ივლისი : თურქეთმა, საბერძნეთმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ლოზანის ხელშეკრულებას. დადგენილი იქნა თურქეთისა და საბერძნეთის დღევანდელი საზღვარი.
- 1 სექტემბერი : იაპონიის ქ. ტოკიოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მოჰყვა 100 ათასზე მეტი მსხვერპლი.
- 29 ოქტომბერი : გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქემალ ათათურქი.
- 8 ნოემბერი : გერმანიის ქ. მიუნხენში ჰიტლერმა ე. რუდენდოლფთან ერთად მოწყო გადატრიალების მცდელობა ("ლუდის პუტჩი").
- 21 იანვარი : გარდაიცვალა ვლადიმირ ლენინი.
- 25 იანვარი : საფრანგეთის ქალაქ შამონიში დაიწყო ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები (5 თებერვლამდე).
- 26 იანვარი : ქალაქ პეტროგრადს "ლენინგრადი" გადაარქვეს.
- 27 იანვარი : ლენინი დასაფლავებულ იქნა წითელი მოედნის მავზოლეუმში.
- 1 თებერვალი : დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 7 თებერვალი : იტალიამ ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 3 მარტი : თურქეთში ხალიფა აბდულ მიჯიდ II ჩამოაგდეს. გაუქმებულ იქნა ხალიფის ტიტული.
- 25 მარტი : საბერძნეთი გამოცხადდა რესპუბლიკად.
- 4 მაისი : პარიზში დაიწყო მე-8 ოლიმპიური თამაშები (27 ივლისამდე).
- 5 აგვისტო : თურქეთში მრავალცოლიანობა აიკრძალა.
- 28 აგვისტო: საქართველოში დაიწყო სახალხო აჯანყება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. ჭიათურაში გამოცხადდა საქართველოს დროებითი მთავრობა გიორგი წერეთლის თავმჯდომარეობით.
- 28 ოქტომბერი : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 26 ნოემბერი : გამოცხადდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა.
- 24 დეკემბერი : გამოცხადდა ალბანეთის რესპუბლიკა.
- 3 იანვარი : იტალიაში ბენიტო მუსოლინიმ გამოაცხადა დიქტატურული რეჟიმი.
- 18 მარტი : სსრ კავშირში მიღებულ იქნა კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ.
- 21 ივნისი : მოსკოვში პირველი ტაქსი გამოჩნდა - რენოს მარკის 16 ავტომობილი.
- 18 ივლისი : ადოლფ ჰიტლერმა გამოსცა წიგნი "ჩემი ბრძოლა" (Mein Kampf).
- 31 ოქტომბერი : ირანში ოფიციალურად შეიცვალა ყაჯარების დინასტია ფეჰლევიანების დინასტიით.
- 1 დეკემბერი : ხელი მოეწერა ლოკარნოს ხელშეკრულებას.
- 2 იანვარი : მუსოლინიმ დააარსა იტალიის სამეფო აკადემია.
- 25 აპრილი : ირანში შაჰის ტახტზე ავიდა რეზა-ხანი.
- 11 მაისი : დაიწყო რ. ამუნდსენის პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით „ნორვეგია“ მარშრუტზე შპიცბერგენი-ჩრდილოეთი პოლუსი-ალასკა.
- 12 მაისი : პოლონეთში მილიტარული გადატრიალება მოაწყო იოზეფ პილსუდსკიმ („მაისის რევოლუცია“).
- 25 დეკემბერი : იაპონიის 123-ე იმპერატორი იოშიჰიტო გარდაიცვალა. ახალ იმპერატორად გამოცხადდა ჰიროჰიტო. დაიწყო შოვას ერა.
უცნობი თარიღის მოვლენები:
- ქალაქად გამოცხადდა გუდაუთა, ზესტაფონი და ოჩამჩირე.
- დაბის სტატუსი მიენიჭა სურამს, მანგლისს, ბაკურიანს, აბასთუმანს, წაღვერს.
- წყალტუბოში კურორტი გაშენდა.
- 9 აპრილი : ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მისცა თბილისს.
- 20 მაისი : საუდის არაბეთი დამოუკიდებელი გახდა (ჯიდას ტრაქტატი).
- 11 თებერვალი : შვეიცარიის ქალაქ ზანქტ-მორიცში დაიწყო მე-2 ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
- 7 ოქტომბერი : ჰაილე სელასიე აბისინიის მეფე გახდა.
- 11 თებერვალი : იტალიამ და ვატიკანმა ხელი მოაწერეს ლატერანის ხელშეკრულებას.
- 29 აგვისტო : დირიჟაბლმა „გრაფ ცეპელინმა“ პირველად შემოუფრინა დედამიწას.