8 ნოემბერი
იერსახე
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
8 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 312-ე დღე (ნაკიან წლებში – 313-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 53 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1519 : ჰერნან კორტესი ტენოჩტიტლანში შედის; აცტეკთა მმართველი მონტესუმა მას დიდი პომპეზურობით ხვდება როგორც დაბრუნებულ ღმერთს.
- 1793 : პარიზში საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა ლუვრს საზოგადოებისთვის ღიად აცხადებს, როგორც მუზეუმს.
- 1864 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - აბრაჰამ ლინკოლნი აბსოლუტური უპირატესობით იმარჯვებს ჯორჯ მაკლელანზე.
- 1889 : მონტანა აშშ-ის 41-ე შტატი ხდება.
- 1895 : ვილჰელმ რენტგენი ელექტრობაზე ექსპერიმენტებისას შემთხვევით აღმოაჩენს იქს-სხივებს (შემდგომში წოდებული როგორც რენტგენის სხივები.
- 1923 : ლუდის პუტჩი: მიუნხენში ნაცისტების მიერ მთავრობის გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.
- 1932 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - ფრანკლინ დელანო რუზველტი გადამჭრელი უპირატესობით ამარცხებს ჰერბეტ ჰუვერს.
- 1933 : დიდი დეპრესია - ახალი გარიგება - პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ქმნის საზოგადოებრივ საქმეთა ადმინისტრაციას, რომლის დანიშნულება 4 მილიონზე მეტი უმუშევრის დასაქმებაა.
- 1935 : ბერნარ ბუისონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხდება.
- 1937 : ნაცისტების გამოფენა „მარადი ებრაელი“ (Der ewige Jude) გაიხსნა მიუნხენში.
- 1941 : ალბანეთის კომუნისტური პარია დაარსდა.
- 1942 : ჰოლოკოსტი - ტერნოპოლში, დასავლეთ უკრაინა, გერმანიის სს-ის ჯარისკაცებმა 2400-მდე ებრაელი ბელზეკის სიკვდილის ბანაკში გაამგზავრეს, ე. წ. მეორე აქციით. ტერნოპოლში გერმანელთა შესვლამდე 18000 ებრაელი ცხოვრობდა.
- 1960 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - ჯონ ფ. კენედი ამარცხებს რიჩარდ ნიქსონს და ხდება ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის პოსტზე.
- 1971 : ბრიტანული როკ-ჯგუფის ლედ ზეპელინის მე-4 ალბომი (Led Zeppelin IV) გამოდის, მასში შედის ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერა „Stairway to Heaven“ (კიბე სამოთხისკენ).
- 1973 : ჯონ პოლ გეტი III-ის მარჯვენა ყური მიგზავნილ იქნა გაზეთის გამომცემლობაში 2,9 მილიონი აშშ დოლარის გამოსასყიდის მოთხოვნით.
- 1979 : ჩილეს კომუნისტური პარტია (პროლეტარული მოძრაობა) დაარსდა.
- 1988 : აშშ საპრეზიდენტო არჩევნები - ჯორჯ ბუში (უფროსი) ამარცხებს მაიკლ დუკაკისს.
- 2009 : ნობელის პრემიის ლაურეატი და საბჭოთა წყალბადის ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი რუსი ფიზიკოსი ვიტალი გინზბურგი გარდაიცვალა მოსკოვში 93 წლის ასაკში.
- 2011 : 6.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიაში, კუნძულ ოკინავას სანაპიროსთან.
- 2012 : ინტერპოლის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ქალი — მირეი ბალესტრაზი აირჩიეს.
- მიანმარის საპარლამენტო არჩევნებში აუნ სან სუ ჩის ეროვნული ლიგა იმარჯვებს.
- 2016 : დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2023 : ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 35 : ნერვა — რომის იმპერატორი (გ. 98)
- 1622 : ჩარლზ X — შვედეთის მეფე (გ. 1660)
- 1837 : ილია ჭავჭავაძე — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე
- 1868 : ჰაუსდორფი, ფელიქს — გერმანელი მათემატიკოსი (გ. 1942)
- 1876 : ქორელი, მიხეილ — ქართველი რეჟისორი (გ. 1949)
- 1888 : ჯუღელი, სიმონ — რევოლუციონერი
- 1900 : მიჩელი, მარგარეტ — ამერიკელი მწერალი (გ. 1949)
- 1918 : წეროძე, დუდუხანა — ქართველი კინომსახიობი (გ. 2000)
- 1927 : ღლონტი, ფელიქს — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი (გ. 2012)
- 1932 : ოდრანი, სტეფანი — ფრანგი მსახიობი (გ. 2018)
- 1935 : დელონი, ალენ — ფრანგი მსახიობი
- 1936 : ლიზი, ვირნა — იტალიელი მსახიობი (გ. 2014)
- 1954 : იშიგურო კაძუო — ნობელის პრემია მფლობელი ლიტერატურის დარგში, წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი.
- 1968 : პოსი, პარკერ — ამერიკელი მსახიობი
- 1968 : ვაითსი, ზარა — ჰოლანდიელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1226 : ლუი VIII — საფრანგეთის მეფე (დ. 1187)
- 1674 : მილტონი, ჯონ — ინგლისელი პოეტი (დ. 1608)
- 1719 : როლი, მიშელ — ფრანგი მათემატიკოსი (დ. 1652)
- 1864 : ჰალენი, ვან დონ ჟან — ესპანეთის გენერალი.
- 1945 : ფონ მაკენსენი, აუგუსტ — გერმანელი ფელდ-მარშალი (დ. 1849)
- 1947 : დიმიტრი (ლაზარიშვილი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი (დ. 1870)
- 1953 : ბუნინი, ივან — რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (დ. 1870)
- 1986 : მოლოტოვი, ვიაჩესლავ — რუსი პოლიტიკოსი
- 1997 : ჯამალზადე — ირანელი მწერალი (დ. 1892)
- 1998 : ქარჩხაძე, ჯემალ — ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი (დ. 1936)
- 1998 : მარე, ჟან — ფრანგი მსახიობი (დ. 1913)
- 2018 : ჯუმბერ ებრალიძე — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: