შამონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შამონის ხეობა

შამონი — საკურორტო ქალაქი მონბლანის მთის (4807მ) ძირში, სადაც პირველად XI ს-ში დასახლდნენ ერთ-ერთი საეკლესიო ორდენის ბერები. დღევანდელი შამონი მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი, ალპინიზმისა და სამთო - სათხილამურო სპორტის ცენტრია. იგი 1924 წელს ხამთრის I ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იყო.ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგას ალპების პირველი მკვლევრების ორას ბენედიქტ სოსუარისა (1740-1799) და ჟაკ ბალმას (1762-1834) ძეგლები. სოსუარი ალპინიზმის ფუძემდებლად ითვლება, ხოლო ბალმა მთაში გამყოლი იყო და მიშელ- გაბრიელ პაკარდთან ერთად პირველი ავიდა მონბლანზე.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: