მარკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
მარკე
Marche
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ანკონა
შიდა დაყოფა ანკონის პროვინცია, ასკოლი-პიჩენოს პროვინცია, ფერმოს პროვინცია, მაჩერატის პროვინცია და პეზარო და ურბინოს პროვინცია
კოორდინატები 43°19′00″ ჩ. გ. 13°00′00″ ა. გ. / 43.31667° ჩ. გ. 13.00000° ა. გ. / 43.31667; 13.00000
მმართველი Francesco Acquaroli
ფართობი 9 366 კმ²
მოსახლეობა 1 565 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 167,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.marche.it

მარკე (Marche) — რეგიონი იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ემილია-რომანიის რეგიონი და სან-მარინოს რესპუბლიკა, დასავლეთით — უმბრია, სამხრეთით — აბრუცი და ლაციო, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა. გარდა მდინარის ხეობებისა და ძალიან ვიწრო სანაპირო ზოლისა, მისი ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. XIX საუკუნეში, რეგიონის მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ აშენდა ბოლონია-ბრინდიზის დამაკავშირებელი რკინიგზა. მარკეს შიდა, მთიანი ბუნება დღემდე თითქმის გაუვალია, გარდა რამდენიმე უხეში გზისა, რომლებიც უღელტეხილებზე გაივლის.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკეს რეგიონი ადმინისტრაციულად 5 პროვინციად იყოფა:

მარკეს პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე)
ანკონის პროვინცია 1,940 474,630 244.6
ასკოლი-პიჩენოს პროვინცია 2,087 388,621 186.2
მაჩერატის პროვინცია 2,774 321,973 116.1
პეზაროსა და ურბინოს პროვინცია 2,564 364,896 141.9

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]