შინაარსზე გადასვლა

ჩაისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაისის ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°12′25″ ჩ. გ. 43°08′07″ ა. გ. / 41.20694° ჩ. გ. 43.13528° ა. გ. / 41.20694; 43.13528
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია არტაანი
რაიონი ჩილდირი
სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება XIV-XV სს.
დეტალები
ტაძრის გეგმა

ჩაისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში, ჩილდირის რაიონში, ისტორიულ ჯავახეთში, სოფელ ჩაისში, თანამედროვე სოფელ კაიაბეიში. ამჟამად შენობაში ჯამეა მოწყობილი და კარგად არის დაცული.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ფერის კარგად თლილი კვადრებით, რომელშიც ჭარბობს რუხი ბაზალტი. ჰორიზონტალები მეტ-ნაკლებადაა დაცული. შერჩენილი აქვს ორფერდაა ლორფინის გადახურვა, კარი ჩრდილოეთიდანაა. ძველი სარკმელები დატანებულია თითო-თითო აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. მეჩეთისათვის ამოჭრილია სამი განიერი ფანჯარა (ორი სამხრეთით და ერთი დასავლეთით).

დარბაზის გრძივი კედლები პილასტრებით სამ-სამადაა დაყოფილი. კამარა პილასტრებზე დაყრდნობილ თაღებზე გადადის. აფსიდს ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი პატარა მართკუთხა და მეორე დიდი ზომის თაღოვანი ნიშა აქვს.

ძეგლი, სავარაუდოდ, XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]