დაბა (კლარჯეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დაბა (მონასტერი))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დაბა (მრავალმნიშვნელოვანი).

დაბა — ისტორიული დასახლება კლარჯეთის ცენტრალურ ნაწილში, კარცხალის ქედის განშტოებაზე, ღადოს მთის კალთებზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა დაბაში ტაძარი ააგო. VIII საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუს ლაშქრობათა შედეგად კლარჯეთის სავანეებთან ერთად დაბის სანახებიც გავერანდა. გიორგი მერჩულის თანახმად, დაბის სავანე IX საუკუნის დასაწყისში, აშოტ I დიდის დროს, სამონასტრო ცენტრად განახლებულა. აქ, მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, 730–740 წლებში გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე ბერებმა დააარსეს მონასტერი. ამ დროიდან თურქთა მფლობელობის დამყარებამდე „ათორმეტ“ სავანეთა შორის დაბის სავანეც არსებობდა. თურქთა მფლობელობის პერიოდში იგი სხვა ძეგლებთან ერთად დაინგრა. 1904 წელს ნიკო მარს სავანის ნაშთები აღარ დახვედრია, იქ მხოლოდ მთავარი ტაძრის საფუძვლის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • Марр Н. Я., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, СПб., 1911;