ენირაბათი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ენირაბათი | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°03′40″ ჩ. გ. 42°10′36″ ა. გ. / 41.06111° ჩ. გ. 42.17667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | ართვინი |
რაიონი | არტანუჯი |
ადგილმდებარეობა | ენირაბათი |
სასულიერო სტატუსი | ეკლესია |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | კლარჯეთი |
თარიღდება | X საუკუნის შუა წლები |
სიგრძე | 16.7 |
სიგანე | 10.7 |
გუმბათი | 1 |
ენირაბათი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თურქეთში, ისტორიული კლარჯეთის ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების სოფელში. ენირაბათი ქართულად ახალ რაბათს ნიშნავს. მეცხრამეტე საუკუნეში ამ მიდამოებში დასახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებდნენ რაც ქართულად ახალ ადგილს ნიშნავს.
ეკლესია მდებარეობს არტანუჯის სამხრეთით 18 კილომეტრით შორს, მდინარე არტანუჯისწყლის მარჯვენა ნაპირას, სწორი ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ციცაბო ერთკილომეტრიანი ბილიკის ბოლოს. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი, თუმცა არ აქვს არც ერთი წარწერა.
ენირაბათი შეცდომით მიიჩნეოდა შატბერდად. თუმცა ამის საპირისპიროდ მიუთითებს ტაძრის გეგმა და წყობა, მისი არქიტექტურა, რომელიც განსხვავდება რეგიონის ხუროთმოძღვრული ტრადიციებისგან.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjeti and Šavšeti, Stuttgart,1992;
|