შინაარსზე გადასვლა

დადაშენის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დადაშენის ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°54′18″ ჩ. გ. 42°32′04″ ა. გ. / 40.9050583° ჩ. გ. 42.5344917° ა. გ. / 40.9050583; 42.5344917
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება IX-X საუკუნეებით

დადაშენის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოს ისტორიულ მხარე კოლაში, დღევანდელ თურქეთში, სოფელ დადაშენში. ნაშენებია მთის თავზე და გადაჰყურებს მტკვრის სათავეს.

შენობა შემორჩენილი ნაწილების მიხედვით ბაზილიკის ტიპისაა, საკმაოდ დიდი ზომის, აღმოსავლეთით ხუთკუთხა შვერილი აფსიდით. საკურთხევლის ფორმა მკვეთრად ნალისებრია. საკურთხევლის გვერდებზე, ვიწრო გვერდითა ნავების აღმოსავლეთ ნაწილებში სწორკუთხა პასტოფორიუმებია. ეკლესია თავის დროზე შიგნიდანაც და გარედანაც შეძერწილი იყო მოწითალო თლილი ქვებით, რომლებიც შენობის დანგრევის შემდეგ სოფელში ჯამეს ასაშენებლად გამოიყენეს. ნაგებობდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილის ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რომელიც მთლიანად შემოძარცვულია.

ტაძრის გარშემო შეინიშნება ნაგებობათა კვალი და დიდი რადიუსის მქონე გალავანი თავისი კარიბჭით, რომლის კედლის ნანგრევებში შემორჩენილია კერამიკული მილები. აქვე მდგარა ოთხკუთხედის ფორმის კოშკები.

1907 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც ეკლესია კათედრალად მიიჩნია და IX-X საუკუნეებით დაათარიღა.

  • ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს — პარიზი, 1938. გვ.10-12.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]