შინაარსზე გადასვლა

საკირის ეკლესია (არტაანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საკირის ეკლესია (მრავალმნიშვნელოვანი).
საკირის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°09′38″ ჩ. გ. 43°02′20″ ა. გ. / 41.16056° ჩ. გ. 43.03889° ა. გ. / 41.16056; 43.03889
რელიგიური წევრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია არტაანი
რაიონი ჩილდირი
სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება X სკ.
დეტალები
მასალა ბაზალტი

საკირის ეკლესიაX საუკუნის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია ისტორიულ არტაანში. თურქეთის დაყოფით მდებარეობს არტაანის პროვინციის, ჩილდირის რაიონის სოფელ ქოთანლიში (ყოფილი სიკიარები[1]). ტაძარი დგას სოფლის შუაგულში და გარშემორტყმულია სახლებითა და საკარმიდამო მიწებით.

ხუროთმოძღვრება და შემკულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებია მოწითალო და რუხი ფერის ბაზალტის ქვით. პერანგის ქვა კარგად არის გათლილი და სწორ მწკრივებად დალაგებული. ფასადებზე ბოლნურჯვრიანი ქვებია ჩატანებული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე და ქვედა ნაწილში, ასომთავრული ლაპიდარული წარწერებია.

ეკლესიას ტიმპანიანი კარი აქვს დასავლეთით. სამხრეთ კედელში მოწყობილია მიჰრაბი. აფსიდის სარკმლის აქეთ-იქით სწორკუთხა ნიშებია. შემორჩენილი თაღის იმპოსტი მარტივი გეომეტრიული ფორმისაა.

შენობის გადახურვა ჩამოქცეულია. ტიმპანის დიდი ქვა მეზობელი სახლის ეზოში დევს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]