კიაღმის ალთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიაღმის ალთი
კიაღმის ალთი — თურქეთი
კიაღმის ალთი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°42′45″ ჩ. გ. 42°16′08″ ა. გ. / 40.71250° ჩ. გ. 42.26889° ა. გ. / 40.71250; 42.26889
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია ერზურუმი
მუნიციპალიტეტი შენკაია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჰექსაკონქი
თარიღდება X სკ.
დეტალები

გეგმა ე. თაყაიშვილის მიხედვით

კიაღმის ალთი — ტაძარი ისტორიულ ამიერტაოში, ბანას მახლობლად სოფელ სოლომონისისაკენ (თანამედროვე ევბაქანი) მიმავალ საავტომობილო გზაზე. თურქეთის დაყოფით შედის ერზურუმის პროვინციის რაიონ შენკაიაში. ეკლესია იყო ექვკონქიანი. დღესდღეობით თითქმის მთლიანად დანგრეულია. აღმართულია მხოლოდ ერთი ფრაგმენტი – ორი აფსიდის კედლების შეერთების ადგილი.

ხუროთმოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწილობრივ შერჩენილია კონქისწინა ნახევარწრიული თაღები და მათი დამჭერი პილასტრი, სრულად არის შერჩენილი ამ კლავებს შუა ამოყვანილი აფრა, რომლის ზემოთ გუმბათქვეშა წრიული რკალიც კარგად ჩანს. ამ ფრაგმეტებს ზედა დონეზე საპირე წყობა კარგად აქვს შერჩენილი. მხოლოდ ქვედა ნაწილებია გაძარცვული, სადაც კარგად ჩანს მყარი დუღაბი. გარედან შემორჩენილია ასევე საპირე წყობით კარგად ნათალი ქვით მოპირკეთებული საფასადო წახნაგი, რომელიც მოიცავს სამკუთხა ნიშას და გვირგვინდება თხელი სადად პროფირილებული ნახევარწრიული თაღით. სამკუთხა ნიში ფასადზე აფსიდების შეერთების კუთხეს შეესაბამება. ჯერაც კარგად ჩანს ორი წახნაგის შეერთების კუთხე და თაღებს შუა ჩამჯდარი ასევე სადა კაპიტელის ქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია სუფთად ნათალი ქვებითაა აგებული და მისი მოხატვა თავდაპირველი გეგმა არ უნდა ყოფილიყო ნალესობის კვალი ბევრ ადგილას შერჩენილი აქვს, რაც იმას მიუთითებს, რომ იგი მოხატულიც ყოფილა. ტაძარი სავარაუდოდ მეათე საუკუნის უნდა იყოს. გზის მოპირდაპირე მხარეს კლდეში მღვიმეებია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]