ჩანგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩანგლი
Eghegnamor vank1.jpg
ჩანგლი (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ყარსი
რაიონი კაღიზმანი
ადგილმდებარეობა სოფ. ჩანგლი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება XIV სკ.
დეტალები
სიგრძე 15.78 მ.
სიგანე 9.17 მ.
ნავის სიგანე 26.67 მ.
გუმბათი 1
ჩანგლი ლენამორი.png

ჩანგლის ეკლესიაქართული მართლმადიდებლური ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ყარსიდან სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ში, ისტორიული საქართველოდან სრულიად მოწყვეტილად, ამჟამად ქურთებით დასახლებულ მთიანი სოფლის, ჩანგლის (თურქ. Çengilli ჩენგილი) ცენტრში. დღეითვის ადგილობრივები საერთო თავლად იყენებენ.

მისი დასავლეთი ფასადი, ცენტრალური კარიდან სამხრეთით მდებარე მონაკვეთი მთლიანად მრავალსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას უჭირავს, რომელიც გვამცნობს, რომ ძეგლი XIV საუკუნეში აუგიათ, დროის იმ მონაკვეთში, როცა ეს მხარე ქართული ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა. რამდენიმე ქართული წარწერა გვხვდება ასევე კარნიზზე, ხოლო სოფელში სახლების კედლებში ჩაშენებულ საფლავის ქვებზეც ქართული ეპიტაფიებია შემორჩენილი.

ძეგლი გეგმაში სამხრეთით და ჩრდილოეთით მცირედ შვერილ მკლავიან ჯვარს წარმოადგენს, რომლის საკურთხევლის გარდიგარდმო ვიწრო პასტოფორიუმებია მოწყობილი. ინტერიერში აღსანიშნავია გუმბათის ყელის უჩვეულო არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა. ტრომპ-აფრებზე დაყრდნობილ გუმბათი გრეხილი ორი ლილვით იწყება, რომელზეც რვა ორ ნაწილიანი სვეტია მოთავსებული და შეკრულ თაღნარს ქმნის. თაღებს შორის თაღოვანი სარკმლებია. ასევე სამ-სამი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავშიც. საკურთხეველი ცენტრალური სარკმლით ნათდება, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია მოწყობილი.

გარედან ისევ გუმბათის მხატვრულ-არქიტექტურული სახე იქცევს მნახველის ყურადღებას. 16 ნაწილიან თაღნარში, რომელიც შეწყვილებულ ლილვებს ეყრდნობა, მონაცვლეობით ხან სარკმელია გაჭრილი, ხანაც სამკუთხა ნიშებია შეჭრილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]