შინაარსზე გადასვლა

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
რუმ. Biserica Ortodoxă Română


წმინდა კირილესა და მეთოდეს ეკლესია, პრაღა

ინფორმაცია
დამაარსებელი

კირილე და მეთოდე

ავტოკეფალია

1951, 1998

ადგილი დიპტიქში

მე-14

წინამძღვარი

როსტისლავი

რეზიდენცია

პრაღა, ჩეხეთი
პრეშოვი სლოვაკეთი

არეალი

ჩეხეთი, სლოვაკეთი

საეკლესიო ენა

სლავური

მრევლი

100 000

წმ ალექსანდრე ნეველის ეკლესია პრეშოვში (სლოვაკეთი)

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ჩეხ. Pravoslavná církev v Českých zemích a na Slovenskuჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია) — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–14 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში. იურისდიქცია ვრცელდება ჩეხეთსა და სლოვაკეთზე.

ეკლესიის სათავეში დგას მიტროპოლიტი პრეშოვისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი როსტისლავი.

დაარსდა დიდი მორავიის სამთავროს ტერიტორიაზე 863 წელს წმინდანი ძმების კირილე და მეთოდეს მიერ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ჩეხოსლოვაკია უპირატესად კათოლიკური ქვეყანა იყო, მაგრამ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მართლმადიდებლობა აქტიურად გავრცელდა. 1921 წელს ამ მოძრაობის სულიერი მამა მატეი პავლიკი ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული (გორაზდის სახელით) ბელგრადში მართლმადიდებელი სერბი ეპისკოპოსის მიერ. 1923 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ჩეხოსლოვაკიის ეკლესიას ავტონომია მიანიჭა და ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი საბაზდა გაგზავნა. 1930 წელს სერბეთის პატრიარქმა თავისი ეპისკოპოსი გაგზავნა იმიერკარპატიაში, მაგრამ ჩეხოსლოვაკიელი მრევლის ნაწილი გორაზდის სამწყსოში დარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ პრაქტიკულად მოსპო ჩეხოსლოვაკიის ეკლესია. 1942 წელს მათ წამებით მოკლეს გორაზდი და მისი უახლესი გარემომცველი წრე. მთელი სამღვდელოება ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. თუ 1931 წლის აღწერის მიხედვით ქვეყანაში 145 000-ზე მეტი მართლმადიდებელი იყო, 1945 წელს უკვე ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში 40 000-მდე მართლმადიდებელიღა იყო დარჩენილი. 1946 წელს ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი მოსახლეობა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შევიდა. მათ რუსეთის პატრიარქ ალექსის სთხოვეს მათთვის ეპისკოპოსის განწესება. ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებლები გაერნთიანდნენ ერთი საეკლესიო იერარქიის სამწყსოდ. 1950 წელს სლოვაკი კათოლიკენი, რომელნიც აღმოსავლურ წეს მისდევდნენ, შეუერთნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩამოყალიბდა 4 ეპარქია: პრაღის (რეზიდენცია პრაღაში), ოლომოუცკო–ბრნოს (ბრნო), პრეშოვის (პრეშოვი) და მიხაილოვსკის (მიხაილოვცე). 1950 წლის 8 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქომ ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიდხანს არ ცნობდა ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის ავტოკეფალიას. მხოლოდ 1998 წლის 8 სექტემბერს გამოსცა ტიმოსი ამ ავტოკეფალიის შესახებ. 1987 წელს წმიდათა შორის შეირაცხა ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის დამაარსებელი ეპისკოპოსი გორაზდი. კომუნისტური რეჟიმის დამხობისა და ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნის შედეგად გაჩნდა საჭიროება ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის რეორგანიზაციისა. 1992 წლის ნოემბერში წმინდა სინოდმა დაადგინა ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის გაყოფა ორ მიტროპოლიად, თითოეულ მათგანში ორ-ორი ეპარქიით. პრეშოვის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახდა მეთაური მართლმადიდებელი ეკლესიისა სლოვაკეთში. გაერთიანებული წმინდა სინოდი კვლავ მოქმედებს პრაღის მიტროპოლიტის, დოროთეს თავმჯდომარეობით.

2001 წლის აღწერით სლოვაკეთში ეკლესიას ჰყავს 50 363 მრევლი, ხოლო ჩეხეთში – 22 968 (რომელთა უმრავლესობა ეროვნებით უკრაინელია).

  • გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007.  გვ. 943-944, ISBN 978-99940-69-47-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]