შიმშილაქედი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიმშილაქედი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
შიმშილაქედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ზედა საზანო
კოორდინატები 42°12′31″ ჩ. გ. 43°03′04″ ა. გ. / 42.20861° ჩ. გ. 43.05111° ა. გ. / 42.20861; 43.05111
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 185[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შიმშილაქედი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შიმშილაქედი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
შიმშილაქედი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
შიმშილაქედი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)

შიმშილაქედისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემი). მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მეტრი, თერჯოლიდან 10 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 185 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 263 127 136
2014[1] Decrease2.svg 185 98 87

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა. შიმშილაქედის ტერიტორიაზე დიდი წყალდიდობა დაწყებულა. მდინარე ხმორდოლს კალაპოტი გადაულახავს და მთელი ტერიტორია დაუტბორავს. წყალდიდობა დიდხანს გაგრძელებულა. მდინარის მარჯვენა ნაპირის მოსახლეობა მოუწყვეტია მარცხენა მხარისათვის. ხალხი შიმშილისაგან აუტანელ დღეში ჩავარდნილა, ძუძუთა ბავშვების დიდი ნაწილი დაღუპულა. როდესაც წვიმა შეჩერებულა, წყალს დაუკლია. მაგრამ გაღმა-გამოღმა კავშირი მაინც ვერ აღუდგენიათ. ამ დროს მდინარის მარცხენა მხარის სოფელში სტუმრად ყოფილა მარჯვენა ნაპირის მცხოვრები ხუხუტა. როდესაც ხუხუტა აზვირთებულ მდინარის ნაპირს მიდგომია, მაშინვე ოჯახის ამბავი მოუკითხავს. მდინარის მეორე ნაპირიდან მეზობლებს დაუძახიათ „შიმშილი არის აქეთო“. ამ ამბის შემდეგ ამ ადგილს შიმშილაქედი შეურქმევიათ და დღესაც ამ სახელითაა ცნობილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა საზანო. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II