ხმორდოლა
Jump to navigation
Jump to search
ხმორდოლა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სიგრძე | 12 კმ |
ხმორდოლა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, თერჯოლის მუნიციპლაიტეტში. სათავე აქვს სოფელ ალისუბნის მიდამოებში 280 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ჩოლაბურს (ყვირილის მარჯვენა შენაკადი). სიგრძე 12 კმ. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 492, თბ., 1987 წელი.