შინაარსზე გადასვლა

ზედა საზანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
საზანო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თემი ზედა საზანო
კოორდინატები 42°12′59″ ჩ. გ. 43°03′47″ ა. გ. / 42.21639° ჩ. გ. 43.06306° ა. გ. / 42.21639; 43.06306
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1260[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა საზანო — საქართველო
ზედა საზანო
ზედა საზანო — იმერეთის მხარე
ზედა საზანო

ზედა საზანოსოფელი საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ზედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული ცენტრი (სოფლები: ზედა საზანო, დელტასუბანი, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი).

მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მდგენელი) ხეობაში, ზღვის დონიდან 320 მ-ზე, თერჯოლიდან 12 კმ-ში.

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება. სოფლის სასაფლაოზე დგას XIX საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი ზომის დარბაზული ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 260 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1 668824844
2014[1] 1 260631629

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9270
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II