შალვა ხერხეულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერხეულიძე.
შალვა ხერხეულიძე
Shalva Kherkheulidze.jpg
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1908
ბაქო
გარდ. თარიღი 20 აპრილი, 1993
საქმიანობა მსახიობი

შალვა ხერხეულიძე (დ. 21 მაისი, 1908 — გ. 20 აპრილი, 1993) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი. ახალგაზრდობის წლები გაატარა ქალაქ ხაშურში. სწავლობდა ხაშურის გიმნაზიაში. 1925 წლიდან მონაწილეობდა სახალხო თეატრებსა და მუშათა კლუბების სპექტაკლებში. პროფესიულ სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1933 წლიდან. მუშაობდა ფოთის, სიღნაღის, ხაშურის, ბორჯომის სახელმწიფო თეატრებსა და ბაქოს ქართველთა თეატრში (1933–1940 წლები), გორის სახელმწიფო თეატრში (1941–1980 წლები). 1981 წლიდან იყო თბილისის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს 250-მდე როლი: მ. შ. სოლეიმანი, ოთარბეგი, ანანია (სუმბათაშვილის „ღალატი“); პეტრუჩიო (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“); პრეზიდენტი, ჰოფმარშალი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“); ყვარყვარე (პ კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“); ფიცილა (გ, ნახუცრიშვილის „კომბლე“); პეპო (სუნდუკიანის „პეპო“); თედუა (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“); ავეტიქა, გიჟუა (ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვ.

1954 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შესრულებული აქვს როლები: მღვდელი ტროფონი („მაგდანას ლურჯა“); მეწისქვილე („კეთილი ადამიანები“); ამბაკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“); დავითი („ქალაქი ადრე იღვიძებს“); თიბო („დიდედები და შვილიშვილები“); მიხო („ღიმილის ბიჭები“); ეპისკოპოსი („ეპისკოპოსი ნადირობაზე); ფოტოგრაფი („ჩემი არდადეგები“); ასიკო („წყარო გზის პირას“); თავადი („კოლხური ბალადა“); შალვა დევნოსაძე („მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“); ავქსენტი ოდიშარია („ყოჩაღ პაპებო“); ვარდენი („გამოაღეთ ფანჯრები“); თაქთაქიშვილი („წიგნი ფიცისა“); მჭედელი კოლა („მჭედელი“); უსტაბაში („სამი ალიყური“); თავადი ყარაშვილი („ხარება და გოგია“) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 258, თბ., 1987 წელი.
  • ლაცაბიძე თ., "ნარკვევები ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან", წიგნი III, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა