მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ფილმის საბჭოთა პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი ნოდარ დუმბაძე,
თენგიზ აბულაძე
როლებში სერგო ორჯონიკიძე
სესილია თაყაიშვილი
ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი
გრიგოლ ტყაბლაძე
მანანა აბაზაძე
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე,
ნუგზარ ვაწაძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
ოპერატორი გიორგი კალატოზიშვილი
მხატვარი გივი გიგაური,
კახი ხუციშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1962
ხანგრძლივობა 92 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი — რეჟისორ თენგიზ აბულაძის 1962 წლის ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა. საბოლოოდ შეარჩიეს სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც მანამდე სამსახიობო თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა. ფილმმა მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ ის მერის როლის შემსრულებელ მანანა აბაზაძეზე დაქორწინდა. ილარიონის როლზე განიხილებოდა აკაკი კვანტალიანი, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუა და გიზო სიხარულიძე. საბოლოოდ ილარიონის შემსრულებლად შეირჩა გრიგოლ ტყაბლაძე, ხოლო ილიკოსი სანდრო ჟორჟოლიანი. ამ უკანასკნელს ილიკოს როლი უკვე შესრულებული ჰქონდა გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლში. შერჩევის გარეშე იყო დამტკიცებული ოლღას როლზე სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა. [1]

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გადაღებულია ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. გადასაღები ადგილი რეჟისრომა თენგიზ აბულაძემ შეარჩია. გადამღები ჯგუფი ფილმის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ გააკრიტიკა ფილმის შინაარსისთვის შეუსაბამო ადგილის შერჩევისთვის. სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში, ზამთრის სცენები ბაკურიანსა და ლენინგრადში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]