გაბრიელ სუნდუკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაბრიელ სუნდუკიანი
Gabriel Sundukyan.jpg
დაბ. თარიღი 11 ივლისი 1825(1825-07-11)
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 29 მარტი 1912(1912-03-29) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია თბილისის სომხური პანთეონი
საქმიანობა მწერალი[2] და დრამატურგი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus პეპო
შვილ(ებ)ი Tina Arminina-Sundukyan

გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანი (დ. 11 ივლისი [ ძვ. სტ. 29 ივნისი], 1825, თბილისი — გ. 29 მარტი [ძვ. სტ. 16 მარტი], 1912, იქვე) — სომეხი მწერალი, დრამატურგი. კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სომხურ ლიტერატურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1838-1846 წლებში თბილისის სხვადასხვა პანსიონსა და გიმნაზიაში სწავლობდა. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1850). სამსახური დაიწყო თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, შემდეგ მუშაობდა კავკასიის გზათა სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსად და სამოქალაქო გენერლის ჩინს მიაღწია. სუნდუკიანი მხარში ამოუდგა თბილისის ამქრებს სოციალური უფლებებისათვის ბრძოლაში (1865), მონაწილეობდა ქალაქის საბჭოს მუშაობაშიც. ლიტერატურული საქმიანობა 60-იან წლებში დაიწყო. მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული სომხურ თეატრთან, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც თვითონ იყო. სუნდუკიანის პირველი კომედია „საღამოს ცხვირი ხეირია“ დაიდგა 1863 წელს (გამოიცა 1866, ქართული თარგმანი 1911), „ხათაბალა“ — 1866 (გამოიცა 1881), „ოსკან პეტროვიჩი საიქიოში“ — 1866 (გამოიცა 1899, ქართული თარგმანი 1901, კრებული „ცხოვრების სარკე“), „კიდევ ერთი მსხვერპლი“ — 1870 (გამოიცა 1894), „პეპო“ — 1871, ქართულ სცენაზე — 1875 (გამოიცა 1876, ქართული თარგმანი 1876, გაზეთი „დროება“ № 2, ცალკე წიგნად 1880). სუნდუკიანი წერდა ძირითადად სომხური ენის თბილისურ დიალექტზე, რომელიც მრავლადშეიცავს ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებს, ფართოდ იყენებდა თბილისურ ფოლკლორს. ყოველივე ამან განაპირობა მისი ენის თავისებურება. სუნდუკიანის პიესები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. ქართულად თვითონ ავტორი თარგმნიდა. მისი სახელი მინიჭებული აქვს ერევნის დრამატულ თეატრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბუხნიკაშვილი გ., გაბრიელ სუნდუკიანი და ქართული თეატრი, თბ., 1976;
  • Абов Г., Габриэл Сундукян, Ер., 1956;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]