ბიძინა ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიძინა ჩხეიძე
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1951
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი
მშობლები მამა: რეზო ჩხეიძე

ბიძინა ჩხეიძე (დ 11 ივნისი, 1951, თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირისა და საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის წევრი.[1] რეჟისორ რეზო ჩხეიძის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო) 1979 წელს. 1972-1979 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.

გადაღებული აქვს ფილმები: „დები წყვდიადში“ (ტ/ფ, ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მიხედვით), „მჭედელი“, „არაჩვეულებრივი რეისი“, „ბატონი ავანტიურისტები“, „რივარესი“ (ფილმი-ბალეტი, ე. ვოინიჩის რომან „კრაზანას“ მიხედვით), „საბალეტო პა“ (რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით). როგორც მსახიობი, მონაწილეობს ფილმებში: „ღიმილის ბიჭები“, „გოლა“, „მაცივარში ვიღაც იჯდა“, „ჩემი ძვირფასი საყვარელი ბაბუ“, „გაჭედილები“ და თითქმის ყველა თავისივე გადაღებულ ფილმში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 — „ბენზინის ჩამომსხმელი"
  • 1977 — „ყუთები“
  • 1980 — „ძახილი პელაგონში“
  • 1981 — „დები წყვდიადში“
  • 1982 — „მჭედელი“
  • 1982 — „არაჩვეულებრივი რეისი“
  • 1985 — „ბატონი ავანტიურისტები“
  • 1987 — „რივარესი“
  • 1989 — „ზმანებანი აღლუმებს შორის“
  • 1994 — „გრანტუსი“
  • 1996 — „საბალეტო პა“

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 — „ბენზინის ჩამომსხმელი"
  • 1977 — „ყუთები“
  • 1980 — „ძახილი პელაგონში“
  • 1981 — „დები წყვდიადში“
  • 1982 — „არაჩვეულებრივი რეისი“
  • 1987 — „რივარესი“
  • 1989 — „ზმანებანი აღლუმებს შორის“
  • 1994 — „გრანტუსი“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული კინო, 1896-2011, თბილისი, 2011, გვ. 200