დევი აბაშიძე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
დევი კონსტანტინეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, სოფ. ისლარი, ხარაგაულის რაიონი — გ. 4 აგვისტო, 2005, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1941 წელს დაამთავრა ხარაგაულის მე–2 საშ. სკოლა. 1941–1944 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, საიდანაც გარიცხეს, ტროცკისტის შვილობის ბრალდებით. 1944–1948 წლებში მუშაობდა მსახიობად სხვადასხვა თეატრსა და სახელმწიფო ანსამბლში. 1948 წელს ჩაირიცხა და 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრის რეჟისორი. 1957 წლიდან მუშაობს რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში".
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როგორც რეჟისორი:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წითელი პატეფონი (1995)
- ომი ყველასთვის ომია (1990)
- ყველა კომეტა როდი ქრება (1982)
- გამოაღეთ ფანჯრები (1981)
- ყვარყვარე (1978)
- ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972)
- დიდოსტატის მარჯვენა (1970)
როგორც სცენარისტი:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როგორც მეორე რეჟისორი:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნინო (1959)
- ჭიაკოკონა) (1961)
- ალავერდობა) (1962)
- ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი) (1965)
- უყაიმო თამაში) (1966)
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ა. გვენცაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 20-21.