მშობლიურო ჩემო მიწავ!
| „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | რეზო ჩხეიძე |
| პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
| სცენარის ავტორი |
სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე |
| როლებში |
თემურ ჩხეიძე, ევა ხუტუნაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, გიორგი ხარაბაძე, ია ნინიძე |
| კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
| ხმის ოპერატორი | გარი კუნცევი |
| ოპერატორი | ლომერ ახვლედიანი |
| მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
| მხატვარი |
გივი გიგაური, ზურაბ მეძმარიაშვილი |
| სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
| გამოსვლის თარიღი | 1980 |
| ხანგრძლივობა | 189 წთ |
| ქვეყანა |
|
| ენა | ქართული |
მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი) — კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის 1980 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი (4 სერია).[1] [2] ფილმი ორ ნაწილიანია. პირველი ნაწილის (I-II სერია) ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1980 წელს, ხოლო მეორე ნაწილის (III-IV სერია) 18.04.1985 წელს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი თორელს რაიკომის მდივნად ნიშნავენ საქართველოს სამხრეთ რაიონში — უძველეს მესხეთში. სირთულეების მიუხედავად, იგი მშობლიური მხარის აღორძინებისა და დაცლილი სოფლების შევსებისთვის იბრძვის. რაიონში, სადაც არ არის გზა, ელექტროენერგია, წყალი და სოფლებიც დაცლილია, ვაიოს ველების სახნავ-სათეს მიწად გადაქცევა ბევრს უტოპიად მიაჩნია. თითქოს ახალი რაიკომის მდივნის მცდელობა დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლას წააგავს, მაგრამ თანამოაზრეების შემოკრებას და დარწმუნებას შეძლებს და აჭარიდან 300 ოჯახის ჩამოსახლების საკითხიც დადებითად გადაწყდება. ფილმში ტკივილი, სევდა, სიხარული და იუმორი ერთადაა თავმოყრილი.
გადამღები ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეჟისორი — რეზო ჩხეიძე
- სცენარის ავტორი — სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე
- ოპერატორი — ლომერ ახვლედიანი
- ხმის ოპერატორი — გარი კუნცევი
- კომპოზიტორი — გია ყანჩელი
- მხატვარი — ზურაბ მეძმარიაშვილი
- სიმღერას ასრულებს — ჯანსუღ კახიძე
როლებს ასრულებენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თემურ ჩხეიძე — გიორგი თორელი
- ევა ხუტუნაშვილი — ასმათ იაშვილი
- ირაკლი ხიზანიშვილი — გურამ ღლონტი
- გიორგი ხარაბაძე — მერაბ სეთურიძე
- ია ნინიძე — სალომე (გიორგის შვილი)
- ზურაბ ყიფშიძე — მასწავლებელი
- გიორგი ბერიძე — ბეგლარ მჟავია
- მიხეილ ვაშაძე — აბესალომ დევნოსაძე
- შალვა ხერხეულიძე — შალვა დევნოსაძე
- ბაგრატ დევნოსაძე — კამეო
- ალექსანდრე ჯალიაშვილი — პაპა ტარიელი
- გოჩა კაპანაძე — პოლიაქტორ ახალკაცი
- ბესიკ ხელაშვილი — მძღოლი ბესო
- ზურაბ (კუკური) ლაფერაძე — შოთა ბეროძე
- იური ცანავა — ლავრენტი ტანიბეგაშვილი
- ლევან უჩანეიშვილი — რეზო იმედაძე
- ვიქტორ ნინიძე — თორნიკე სეფერთელაძე
- თინათინ ვარდანაშვილი — ქალიშვილი ვიოლინოთი
- ნატო ხელიძე — ბებო დარეჯანი
- დავით ჩუბინიშვილი — გიორგის მამა ფარსმანი
- მარი (მარინა) ჯანაშია — გიორგის დედა ახალგაზრდობაში
- როლანდ კაკაურიძე — კარლო გალდავაძე
ჯილდოები და პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1981 — საკავშირო კინოფესტივალი (ვილნიუსი) — მთავარი პრიზი
- 1986 — სსრკ ლენინური პრემია სცენარის ავტორს, რეჟისორს, ოპერატორს და მსახიობ თემურ ჩხეიძეს
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მშობლიურო ჩემო მიწავ! — ეროვნული ფილმოგრაფია
- ↑ ალმანახი „კინო“. თბილისი. „საბჭოთა საქართველო“. 1981
| |||||||||||||||||