მამუკა ხერხეულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერხეულიძე.
მამუკა ხერხეულიძე
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1959(1959-11-13) (64 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი და სცენარისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი 55-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus კავკასიური ქრონიკა

მამუკა გრიგოლის ძე ხერხეულიძე (დ. 13 ნოემბერი, 1959, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1959 წლის 13 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. მამამისი, გრიგოლ (ქიცა) ხერხეულიძე ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი იყო, რომელიც იკვლევდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას და ქართული პოეზიის აქტუალურ პრობლემებს.

მამუკა ხერხეულიძემ 1976 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1976-82 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

1983-1993 წწ. მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესაში. ასევე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში.

1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

2002 წლიდან არის კომპანია „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და 2003 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

ვარდების რევოლუციის დროს იყო „დაუმორჩილებლობის კომიტეტის“ წევრი.

2004 წ. იყო სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელემაუწყელობად გარდაქმნის დროებითი სამეურვეო საბჭოს წევრი. დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაზეთ „24 საათთან“. 2005 წლის ივნისიდან არის საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

2010–2011 წლებში მამუკა ხერხეულიძე იყო ლიტერატურული კონკურსის „გალას“ ჟიურის წევრი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დღეს (კრებული), რედ.: მამუკა ხერხეულიძე, თბილისი, რუსთავი 2 პრინტი, 251 გვ.; 20 სმ., 2003 — ISBN 99940-739-1-5
  • კავკასიური ქრონიკა (მოთხრობები), თბილისი, გამომცემლობა არეტე, 93 გვ. ; 16 სმ., 2005 — ISBN 99940-810-2-0
  • À La Guerre Comme À La Guerre ომში, როგორც ომში (მოთხრობები, ესეები), თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 148 გვ. 2013 — ISBN 978-9941-15-855-1

სცენარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქუჩის დღეები[1], 2010, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, სცენარის ავტორები: ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ნიკოლოზ (ნიკა) მარი – ფილმში გამოყენებულია[2] მამუკა ხერხეულიძის მოთხრობის „ბებე“–ს[3] მოტივები[4]
  • როცა თეთრი ვარსკვლავები გამოჩნდებიან[5], რეჟისორი ნინო კირთაძე, მამუკა ხერხეულიძის მოთხრობის კავკასიური ქრონიკის მიხედვით. (სინოფსისი: მკვლელობის შურისძიება თავს იჩენს ძალადობის მომაკვდინებელ მექანიზმში. პეტრე, ლუკა და ლილე ჩაკეტილნი არიან ბოროტებისა და ზიზღის წრეში და იბრძვიან, რათა იპოვონ იმედი შეუბრალებელ საზოგადოებაში).

სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ომერტა - ქვა პირში, 24 საათი, 2005, 24 ოქტომბერი, N295 (1095)
  • ვირის აბანო, 24 საათი, 2006, 20 იანვარი, N11 (1163)
  • SECURITI COMES FIRST : თვალსაზრისი, 24 საათი, 2006, 1 აგვისტო, N171(1323)
  • გაერო მოუწოდებს ჭუბურხინჯის მინისტერიალს, 24 საათი, 2006, 30 ოქტომბერი, N241 (1383)
  • პლატონის დიალოგები, 24 საათი, 2007, 28 მარტი, N67 (1511)
  • თავისუფალი დღიურები: ოჩილას და პეტრარკას ერთი დღე, 24 საათი, 2010, 20 მაისი, N18 (053)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-12. ციტირების თარიღი: 2011-10-18.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2011-10-18.
  3. http://www.kinolumiere.ge/index.php?page=manana_lekborashvili&lng=ge_&old=3%284%29_2010[მკვდარი ბმული]
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2011-10-18.
  5. http://gnfc.ge/?action=nodes&node_id=273&pageon=118&lang=geo