ზაქარია ხერხეულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერხეულიძე.
ზაქარია ხერხეულიძე
? — 1856 წლის 2 აპრილი
ეროვნება ქართველი
გარდაცვალების ადგილი სიმფეროპოლი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა ქვეითი
სამხედრო სამსახურის წლები 1817—1856
წოდება გენერალ-მაიორი
ჯილდოები წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი (1828);
წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი (1828);
ოქროს დაშნა წარწერით „სიმამაცისთვის“ (1928 წლის 20 ნოემბერი);
წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი (1837);
წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი (1840);
წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი (1847 წლის 26 ნოემბერი)

ზაქარია ხერხეულიძე (დ. ? — გ. 1856 წლის 2 აპრილი) — ქართველი თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. 1817 წლის 16 აგვისტოს დაიწყო სამხედრო სასახური ქვეით ჯარში. 1828-1829 წლებში პოლკოვნიკის წოდებით მონაწილეობას იღებდა ანტიოსმალურ კამპანიაში, სადაც ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის მიიღო წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხისა და წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენები. 1828 წლის 20 ნოემბერს გადაეცა ოქროს დაშნა წარწერით „სიმამაცისთვის“.

ომის დამთავრებისთანავე, ზაქარია ხერხეულიძე გადავიდა სამოქალაქო სამსახურში. 1834 წელს მან მიიღო სახელმწიფო მრჩევლის ჩინი, ერთი წლის შემდეგ კი — ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი. 1841 წლის 30 აპრილს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა ქერჩ-ენიკალის ქალაქის თავად. ყირიმის ომის დასაწყისში თავადი ხერხეულიძე გაამწესეს სამხრეთის არმიის მთავარსარდალის, გენერალ მიხეილ გორჩაკოვის განკარგულებაში.

თავად ზაქარია ხერხეულიძეს სხვა დანარჩენ ჯილდოებთან ერთად მიღებული ჰქონდა ორდენები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. Л—Я. М., 2009. — С. 667. — ISBN 978-5-9524-4167-5
  • Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). — Киев, 2001. — С. 145. — ISBN 966-02-2254-8
  • Исмаилов Э. Э. Золотое оружие с надписью «За храбрость». Списки кавалеров 1788—1913. М., 2007. — С. 184, 503. — ISBN 978-5-903743-05-2