განხილვა:ქვედა საქარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ე. წ. ბეჟუაშვილების კოშკი სტატიაში მითითებულია ქვედა საქარაში, რაც აშკარა შეცდომაა. 1. კოშკი (ადრე სამი კოშკი ყოფილა) მდებარეობს სოფ. ჭალატყის ტერიტორიაზე, სოფლის აღმნიშვნელი აბრიდან რამდენიმე ასეული მეტრით სოფლის სიღრმეში. 2. ეს კოშკები ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება „ჭალატყის კოშკების“ სახელწოდებით (იხ. ვახუშტი ბაგრატიონი, ცხოვრება სამეფოსა საქართველოსა). 3. ეს კოშკი „ბეშუაშვილების კოშკის“ სახელით სოფ. ჭალატყეშია მითითებული აკაკის კრებულში მოთავსებული აღწერილობის თანახმადაც (აკაკის კრებული, ქუთ. 1899, N10) გთხოვთ, გაასწოროთ შეცდომა და ამოიღოთ დასახელებული ძეგლი ქვედა საქარაში შემავალი ისტორიული ძეგლების ჩამონათვალიდან.

დაიწყეთ განხილვა თემაზე „ქვედა საქარა“

განხილვის დაწყება