იურგენ კლოპი
![]() კლოპი 2010 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
Jürgen Norbert Klopp იურგენ ნორბერტ კლოპი | ||
დაბადების თარიღი | 16 ივნისი, 1967 | ||
დაბადების ადგილი | შტუტგარტი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 193 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი / მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული (მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1975–1983 | SV Glatten | ||
1983–1989 | TuS Ergenzingen | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989–2001 | მაინცი | 338 | (52) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001–2008 | მაინცი | ||
2008–2015 | ბორუსია დორტმუნდი | ||
2015- | ლივერპული | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იურგენ კლოპი (გერმ. Jürgen Klopp [jʊp haɪnkəs]; დ. 16 ივნისი, 1945, შტუტგარტი) — გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. როგორც ფეხბურთელმა მთელი კარიერა მაინცის რიგებში გაატარა. განსაკუთრებით სახელი გაითქვა როგორც საფეხბურთო მწვრთნელმა კლუბ დორტმუნდის „ბორუსიაში“ მუშაობისას.
სექციების სია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოთამაშის მთელი კარიერა, შვიდი წელი, კლოპმა „მაინცში“ გაატარა. როგორც მწვრთნელმა, დორტმუნდში მუშაობა კლოპმა 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. მან ორჯერ ზედიზედ 2011 და 2012 წლებში ჩემპიონი გახადა კლუბი. 2012 წელს „ბორუსიამ“ ჩემპიონატი 26 წაუგებელი მატჩის სერიით მოიგო, ასევე მოაგებინა გერმანიის თასი 2012 წელს. ფინალში „ბორუსიამ“ „ბაიერნი“ 5-2 დაამარცხა. 2013 წელს გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდა „ბაიერნთან“ 1-2. კლოპის მწვრთნელობისას კლუბში გაიბრწყინეს ახალგაზრდა ვარსკვლავებმა მარიო გეცემ, მატს ჰუმელსმა, სინჯი კაგავამ, რობერტ ლევანდოვსკიმ. კლოპი გუნდს აათამაშებდა ენერგიულ ფეხბურთს, რომელიც დაფუძნებული იყო პრესინგსა და სწრაფ კონტრ-შეტევაზე. 2014-15 წლების სეზონი „ბორუსიამ“ ჩააგდო, ბუნდესლიგის პირველი წრე დაასრულა ცხრილის ბოლოში, გასავარდნ ზონაში, მერვედფინალში გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ხოლო ბუნდესლიგაში ვერ დაიკავა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი საგზური. 2015 წელს კლოპმა განაცხადა, რომ 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ზაფხულში დატოვებდა კლუბს.[1] კლოპის სამწვრთნელო კარიერაში მესამე კლუბი გახდა ინგლისური „ლივერპული“, რომელიც იურგენმა 2015 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. თავის სადებიუტო სეზონში კლოპმა გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მოუხდა ტიტიულის დათმობა ესპანური „სევილიას“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში. 2018 წელს „ლივერპული“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრაში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. იურგენისთვის წარმატებული აღმოჩნდა მერსესაიდში მეოთხე სეზონი, რომლის მსვლელობისას კლუბმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართვა.
სამწვრთნელო მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გერმანიის ბუნდესლიგა: 2010–11, 2011–12
- გერმანიის თასი: 2011–12
- გერმანიის სუპერთასი: 2013, 2014
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2012–13
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2018–19
ფინალისტი: 2017–18 - ინგლისის ლიგის თასის ფინალისტი: 2015–16
- უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალისტი: 2015–16
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|