მოჰამედ სალაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჰამედ სალაჰი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მოჰამედ სალაჰი[1]
დაბადების
თარიღი
15 ივნისი, 1992 (1992-06-15) (31 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ნაგრიგი, ეგვიპტის დროშა ეგვიპტე[3]
სიმაღლე 175 სმ[4]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინგლისის დროშა ლივერპული
ნომერი 11
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2012 ეგვიპტის დროშა ალ-მოკავლუნი 38 (11)
2012-2014 შვეიცარიის დროშა ბაზელი 47 (9)
2014-2016 ინგლისის დროშა ჩელსი 13 (2)
2015იტალიის დროშა ფიორენტინა 16 (6)
2015-2016   იტალიის დროშა რომა 34 (14)
2016-2017 იტალიის დროშა რომა 31 (15)
2017- ინგლისის დროშა ლივერპული 165 (111)
ეროვნული ნაკრები
2010-2011 ეგვიპტე 20 წლ. 11 (3)
2011–2012 ეგვიპტე 23 წლ. 11 (4)
2011– ეგვიპტე 77 (46)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 იანვარი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი, 2021

მოჰამედ სალაჰი (არაბ. محمد صلاح غالى; დ. 15 ივნისი, 1992) —— ეგვიპტელი ფეხბურთელი. 2017 წლიდან მერსისაიდის „ლივერპულის“ მოთამაშე.

საფეხბურთო კარიერა სალაჰმა დაიწყო მშობლიურ ქვეყანაში. 2010 წელს იგი შეუერთდა „ბაზელს“, სადაც სადეიუტო სეზონში შვეიცარიის სუპერლიგა და საზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიგო. სალაჰის წარმატებულმა ასპარეზობამ უცხოური გრანდების ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის იანვარში იგი ლონდონის „ჩელსში“ გადავიდა 11 მილიონ ფუნტად, თუმცა პირველ სეზონში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ორჯერ იჯარით გაუშვეს იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინის“ და „რომას“ შემადგენლობაში. 2016 წლიდან „რომამ“ გამოისყიდა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი. 2017 წელს სალაჰი „ლივერპულს“ შეუერთდა 42 მილიონ ევროდ, რის შედეგადაც გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ისტორიაში. პირველი გოლი გაიტანა 12 აგვისტოს „უოტფორდის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის გახსნით ტურში. სალაჰი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობდა. თამაშის სტილის გამო მას ლიონელ მესის ადარებდნენ. ეგვიპტელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „ფარაონი“ შეარქვეს. 2018 წლის 22 აპრილს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 13 მაისს მოჰამედ სალაჰმა თავისი 32-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში და გახდა პრემიერლიგის ოქროს ბუტსის მფლობელი. 2018 წლის ივნისში სალაჰს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვეიცარიის დროშა ბაზელი:(2)

ინგლისის დროშა ლივერპული:(8)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mohamed Salah: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  2. Mohamed Salah. Barry Hugman's Footballers. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2018.
  3. „رحلة صعود محمد صلاح من قرية "نجريج" إلى مونديال روسيا“ (Arabic). ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  4. 2018 FIFA World Cup Russia: List of players: Egypt (PDF). FIFA (17 ივნისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 2018-09-06.