მიჰრიშაჰ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიჰრიშაჰ სულთანი
Mihriah valide sultan trbesi 7 copy.jpg
მშობ. სახელი Mihrişah Valide Sultan
დაბ. სახელი აგნესა
დაბ. თარიღი 1745
საქართველო
გარდ. თარიღი 16 ოქტომბერი 1805
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მუსტაფა III
შვილ(ებ)ი სელიმ III

მიჰრიშაჰ სულთანი ( დ. 174516 ოქტომბერი 1805[1]) — ოსმალეთის სულთნის, მუსტაფა III-ის მეორე ცოლი. სულთან სელიმ III-ის დედა. ჰასეკი სულთანი. ვალიდე სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჰრიშაჰ სულთანი დაიბადა 1745 წელს. მისი დაბადების სახელია აგნესა. იგი ქართული წარმოშობისა იყო[2][3]. 1760 წელს გახდა მუსტაფა III-ის ცოლი. 1789 წელს მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი სელიმი ტახტზე ავიდა, გახდა ვალიდე სულთანი. მიჰრიშაჰი სახელმწიფოს ფაქტობრივად მართავდა როგორც რეგენტი 1789-1805 წლებში. 1790-იან წლებში დაიწყო სკოლების და მეჩეთების მშენებლობა. 1805 წელს ააშენა მიჰრიშაჰ ვალიდე სულთნის კომპლექსი. იგი გარდაცივალა 1805 წლის 16 ოქტომბერს, სტამბოლში. დაკრძალულია მიჰრიშაჰ ვალიდე სულთნის მავზოლეუმში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913-1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987
  2. Gábor Ágoston,Bruce Alan Masters, Encyclopedia of the Ottoman Empire, Infobase Publishing, 2009, ISBN 1438110251, 9781438110257, p. 514.
  3. M. Th Houtsma, E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam 1913-1936, BRILL, 1987, ISBN 9004082654, 9789004082656, p. 1117.