მარაბდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მარაბდათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ახალი მარაბდისა და ძველი მარაბდის ძველი სახელწოდება. მარაბდა პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისის წყაროებში („მატიანე ქართლისა“). 1625 წელს მარაბდასთან გაიმართა ბრძოლა ქართველთა და სპარსელთა ლაშქარს შორის. სოფლის (ძველი მარაბდის) განაპირას დგას წმინდა მარინეს ეკლესია (XVI-XVII სს.). გადმოცემით, მის მახლობლად დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე. მარაბდელი იყო XIX საუკუნის გმირი არსენა ოძელაშვილი. XX საუკუნის 40-იან წლებში ძველი მარაბდიდან გადასულმა მოახალშენეებმა დააარსეს სოფელი ახალი მარაბდა.

მარაბდის წარმოშობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ მარაბდას პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისში "მატიანე ქართლისა"-ში. 1537-1538 წლებში მეფე ლუარსაბ I-ის განჩინებით, ძმები იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან და მარაბდა იოთამს რგებია. შემდგომში მარაბდა გიორგი და ფარიშატ ბარათაშვილებს ეკუთვნოდა. ამ დროიდან მოყოლებული სოფელი ძირითადად ბარათაშვილების საბატონო საკუთრება ხდება.

ჩვენ ხელთ არსებული მცირე მასალების მიხედვით, სოფელი ორჯერ განადგურდა. ერთი სავარაუდოდ ცნობილი მარაბდის ბრძოლის დროს მოხდა 1625 წელს.

XVII საუკუნის ს-ის ბოლოსა და XVIII საუკუნი დასაწყისში იწყება სოფლის ხელახალი აღორძინება.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • თოდრია თ., ქსე, ტ. 6, გვ. 425, თბ., 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოცემული ნაშრომი თავდაპირველად იყო გამოქვეყნებული ლემილზე, მისი ბმული. ავტორი - Giorgi Tedoradze