ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სარკინიგზო ხაზის ლიანდაგი ზამთარში, 2006.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზისაქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი (ლიანდაგის სიგანე — 900 მმ) მონაკვეთი ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, რომელიც გაიხსნა 1902 წელს ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი მეტსახელი „კუკუშკა“ (რუსული მეტსახელი ორთქლმავლისა) შემორჩა. ხაზი დღემდე ემსახურება კურორტის დამსვენებლებს.

„კუკუშკა“, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა, 2006 წ.

ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი — ბაკურიანი, პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა. „კუკუშკა“ დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპეციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოყვანილი „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წელს დამთავრდა სარკინიგზო ხაზის ელექტროფიკაცია (1500 ვოლტი, მუდმივი დენი) და პატარა ორთქლმავალი ელმავალმა ჩაანაცვლა. ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]