ჭალის ეკლესია (იუსუფელი)
იერსახე

ჭალის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ისტორიული ტაოს ქალაქ იუსუფელის გარეუბანში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, განეკუთვნება IX-XI საუკუნეებს. ტაძარში შემორჩენილია ფრესკები.[1]
განირჩევა ფრესკული წარწერების კვალიც. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ტაძარი 2023 წელს იუსუფელის ადგილზე აგებული წყალსაცავის ფსკერზე მოექცევა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2017, გვ. 72 ISBN 978-9941-9470-8-7